15 | 08 | 2018

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბის და დროშის) შესარჩევი კონკურსი

 


კონკურსის
ძირითადი პირობები

1. კონკურსის მიზანი

კონკურსის მიზანი არის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის - გერბის და დროშის საუკეთესო პროექტების შერჩევა და გამარჯვებული პროექტის გამოვლენა.

2. ზოგადი კრიტერიუმები

1. კონკურსის მომწყობია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო.

2. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ყველა მოქალაქეს გარდა საკონკურსო კომისიის წევრებისა.

3. კონკურსი ტარდება ერთ ტურად. სამუშაო ენაა ქართული.

4. გერბისა და დროშის პროექტები შექმნილი უნდა იყოს ჰერალდიკის კანონების გათვალისწინებით და შეძლებისდაგვარად ითვალისწინებდეს შემდეგ პრინციპებს:

) ჰერალდიკური მემკვიდრეობითობა;

) ტერიტორიის ისტორიული მემკვიდრეობა;

) ტერიტორიის გეოგრაფიული მდებარეობა;

) ადმინისტრაციული ერთეულის მახასიათებელი ისტორიული ან მითოლოგიური ნიშანი (სიმბოლო).

5. კონკურსთან დაკავშირებულ ყველა დამატებით საკითხზე ინფორმაციას იძლევა კონკურსის კოორდინატორი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის ესკიზის (გერბის და დროშის) შესარჩევი კონკურსის განმახორციელებელი კომისია.

3. კონკურსის პირობები

1 გერბისა და დროშის პროექტების შესრულება დასაშვებია ნებისმიერი სახვითი საშუალებით და კომპიუტერული გრაფიკის გამოყენებით.

2. საკონკურსო პროექტს კონკურსანტი წარმოადგენს კონვერტით, რომელსაც უნდა ეწეროს კომისიის დასახელება და მისამართი. კონვერტში მოთავსებული თითოეული პროექტი წარმოდგენილი უნდა იყოს A4 ზომის ფორმატზე ზედა მარჯვენა კუთხეში ავტორის დევიზის (კოდის) მითითებით და უნდა ერთვოდეს მოკლე შინაარსობრივი აღწერა-დასაბუთება.

3. წარმოდგენილ კონვერტში უნდა იდოს მცირე ზომის დალუქული კონვერტი, რომელზეც ზემოდან აღნიშნული იქნება ავტორის დევიზი (კოდი), მასში მოთავსდება ინფორმაცია ავტორის ვინაობის, მისამართისა და სხვა საკონტაქტო მონაცემების შესახებ.

4. კონკურსში მონაწილეობა დასტურდება კომისიის მიერ გერბისა და დროშის დალუქული კონვერტის მიღებით, რაც ამავდროულად ნიშნავს, რომ კონკურსის ზემოთ ჩამოთვლილი პირობები მისაღებია კონკურსანტისათვის.

4. კონკურსის ჩატარების ვადები

1. კონკურსის გამოცხადებ 2011 წლის 1 ოქტომბერს.

2. საკონკურსო პროექტების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2011 წლის 1 ნოემბერი.

3. შედეგები გამოცხადdება 2011 წლის 21 ნოემბერს.

5. გამარჯვებული პროექტისთვის დაწესებული კონკურსის პრემიები

კონკურსში გამარჯვებისათვის დაწესებულია პრემია 2500 (ორიათასხუთასი) ლარი.

6. კონკურსის მონაწილეთა საავტორო უფლებები

1. გამარჯვებული პროექტები გადადის კონკურსის ორგანიზატორების საკუთრებაში საავტორო უფლებების შესახებ მოქმედი კანონმდებლობის დაცვით, ხოლო ყველა სხვა პროექტი მოთხოვნისთანავე უბრუნდება ავტორს.

2. კონკურსის შედეგები გამოცხადდება საინფორმაციო საშუალებებით.

ამატებითი მოთხოვნები (ნიმუში):

) გერბი გამოსახული უნდა იყოს ჰერალდიკურ (ფრანგულ) ფარზე;

) გერბის ფარის ზემოდან უნდა მოთავსდეს ტერიტორიული ერთეულის გამომსახველი ვერცხლის სამკოშკიანი, ქონგურებიანი გვირგვინი;

) დევიზის ბაფთაზე უნდა გამოისახოს წარწერა "ლანჩხუთი";

საკონკურსო პროექტების მიღება იწარმოებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში: მისამართი ქ. ლანჩხუთი კოსტავას ქ. N 37 მე–2 სართული.

ტელ: 8494 2 22 30 06; 591 19 23 23; 595 37 74 07.

 

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია