22 | 11 | 2019

27 ნოემბერს საკრებულოს სხდომა ჩატარდა

2014 წლის 27 ნოემბერს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომამ სხვადასხვა საკითხები განიხილა. მათ შორის მთავრობის 2013 წლის დეკემბრის დადგენილებაში 2014 წლის 7 ნოემბრის N2003 დადგენილებით შესული ცვლილებებით მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურულ პროექტებში შემცირდა სანიაღვრე არხების სამუშაოების ღირებულება (შემცირება მოხდა ჩატარებული ტენდერებიდან მიღებული ეკონომიის გამო 9376 ლარით). შესამაბისად, მიზანშეწონილად ჩაითვალა აღნიშნული მოცულობით გაიზარდილიყო გზების რეაბილიტაციის სამუშაოები. ასევე, ქვიანის ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაფინანსება უზრუნველყოფილი იქნა ადგილობრივი ბიუჯეტის თანხებიდან 12000 ლარით. ამავე დროს შიგა ცვლილებები განიცადა 2014 წლის ბიუჯეტის, როგორც შემოსავლის ასევე ხარჯვითმა ნაწილმა.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია