გამგებელი მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

გამოქვეყნებულია ორშაბათი, 08 დეკემბერი 2014 18:14

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე გამგეობის სხვა თანამდებობის პირებთან ერთად ნიგოითის ადმინისტრაციული ერთეულის მაცხოვრებლებს შეხვდა. შეხვედრა იუსტიციის სახლის ნიგოითის განყოფილებაში შედგა, სადაც გამგებელი უშუალოდ თემის და ასევე კონკრეტული პირების პრობლემებს გაეცნო. მან ნიგოითის დეპუტატ თემურ ალექსაიასთან ერთად ადგილზე მოინახულა რამდენიმე უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ოჯახი და მათ შეძლებისდაგვარად დახმარებას დაჰპირდა: ‘’უმძიმეს მდგომარეობაში ცხოვრობს ხალხი, ძალიან უჭირთ. ჩვენი ვალია, მათ როგორმე დავეხმაროთ“_ აღნიშნა ზაზა ურუშაძემ.