22 | 11 | 2019

30 დეკემბერს საახალწლო კონცერტი გაიმართა

30 დეკემბერს  ლანჩხუთის კულტურის ცენტრის ორგანიზებით საახალწლო ღონისძიება გაიმართა. კონცერტში კულტურის ცენტრთან არსებული ბავშვთა საესტრადო და ქორეოგრაფიული ანსამბლები, კულტურის ცენტრის თანამედროვე ცეკვების შემსწავლელი წრის მოსწავლეები, აცანისა და სუფსის კულტურის ცენტრის ვოკალური ანსამბლის წევრები იღებდნენ მონაწილეობას (პედაგოგები: ნინო ჭელიძე, ლალი გავაშელაშვილი, ნონა რამიშვილი, ნანა მგელაძე,  ირაკლი ჩახვაძე). კონცერტს ამშვენებდა მოწვეული სტუმრები, ლესის საჯარო სკოლის მოსწავლეები, და-ძმა გოგუაძეები.  ღონისძიების წამყვანები კულტურის ცენტრის თეატრალური დასის წევრები: ლევან ჩერქეზია, თეკლე დვალიშვილი, კორნელი კუკულაძე და თათია წილოსანი გახლდათ.

 

ახალი წლის ლამაზი საღამოს ორგანიზატორები იყვნენ რეჟისორი: თამაზ იმნაძე და ასისტენტი ნანა შაინიძე. კონცერტის დასასრულ თითოეულ მონაწილეს საახალწლო საჩუქრები  გადაეცათ.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია