მინდვრის საგაზაფხულო სამუშაოების სიების დაზუსტება დაიწყო

გამოქვეყნებულია ხუთშაბათი, 22 იანვარი 2015 11:55

„მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ განხორციელების მიზნით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში დაიწყო მზადება მინდვრის საგაზაფხულო სამუშაოების ორგანიზებულად ჩატარებისათვის. მიმდინარეობს ბენეფიციართა სიების დაზუსტება.

 

გამგეობა თხოვს მოსახლეობას, რომ შეცდომების თავიდან აცილების მიზნით ცვლილების შესახებ დროულად მიმართონ ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლობას.