26 იანვრის ხანძარი

გამოქვეყნებულია სამშაბათი, 27 იანვარი 2015 11:23

26 იანვარს ღამით ხანძარი გაჩნდა ქალაქ ლანჩხუთთან ახლოს, „სამების“ მთაზე.

ცეცხლი მოედო მიწაზე დაყრილ ფოთლებსა და ხის ხმელ ტოტებს.

სახანძრო-სამაშველო სამსახურის მიერ, ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებით, ხანძარი ლიკვიდირებულია.

 

ხანძარს ტყე არ დაუზიანებია და არც მოსახლეობას შექმნია საფრთხე.