15 | 08 | 2018

„ჩეხურ-ქართული თანამშრომლობა ადგილობრივ დონეზე“

 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი გოგუაძე და საკრებულოს წევრი ამირან გიგინეიშვილი მონაწილეობდნენ საერთაშორისო კონფერენციაშიჩეხურ-ქართული თანამშრომლობა ადგილობრივ დონეზე“.

 

კონფერენცია მოეწყო პროექტის –ურთიერთობის გაღრმავება ჩეხეთის და საქართველოს ადგილობრივ ხელისუფლებებს შორის, რომელსაც ახორციელებს კივიტას გეორგიკა და Agora CE. როექტი დააფინანსა ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განვითარების პროგრამის ფარგლებში.

გიორგი გოგუაძის თქმით, კონფერენცია მეტად საინტერესო იყო და მის მუშაობაში მონაწილეობდა ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ივან ესტრაბი. მნიშვნელოვანი ის ღვაწლი, რომელსაც ჩეხეთის რესპუბლიკა ახორციელებს საქართველოს მხარდაჭერის კუთხით, განსაკუთრებით რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების დონეზე მხარდაჭერის თვალსაზრისით. ჩეხეთის თვითმმართველობების წარმომადგენლებმა ქართველ კოლეგებს გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება.

გამგებლის თქმით, მუნიციპალიტეტში შეიმუშავეს ჩაის, როგორც ტრადიციული დარგის აღორძინების პროგრამა. სწორედ ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჩეხეთის საელჩო მზადაა მხარი დაუჭიროს ამ პროგრამას.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ: პარლამენტისა და დარგობრივი სამინისტროების წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები.

გამოითქვა თანამშომლობისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების სურვილი, ურთიერთობების გაღრმავებაში მუნიციპალიტეტებს კივიტას გეორგიკა და Agora CE დაეხმარებიან.

 

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია