18 | 09 | 2019

სტუმრები სამინისტროდან

გასულ კვირას ლანჩხუთში ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს მიზნობრივი პროგრამების  სამმართველოს უფროსი გიორგი ცინცაძე იმყოფებოდა. ბატონი გიორგი მუნიციპალიტეტის გამგებელს  ზაზა ურუშაძეს, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ხელაძესა და ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებს  შეხვდა.

ბატონმა გიორგიმ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ შესახებ ისაუბრა. მისი განცხადებით, პროექტის ფარგლებში  სახელმწიფო ბიუჯეტიდან მთლიანად საქართველოში მუნიციპალიტეტებისათვის  50 000 ლარი გამოიყო. აქედან ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს 817 447 ლარი ერგო.

როგორც შეხვედრაზე ითქვა, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“  ხორციელდება მოსახლეობის ჩართულობით და მათი გადაწყვეტილებით მუნიციპალიტეტის მიერ თვითმმართველობების უფლებამოსილების განსახორციელებლად. მთავრობის განკარგულებით განისაზღვრება მუნიციპალიტეტისათვის გამოსაყოფი თანხის ოდენობა. პროგრამით განსაზღვრული თანხა უნდა მოხმარდეს ადგილობრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობის რეაბილიტაციას ან კეთილმოწყობას, საერთო სარგებლობის შენობების აღჭურვას და ა.შ.

 

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია