16 | 07 | 2019

საჩუქრები ომში დაღუპულთა დედებს

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ სოციალური სამსახურის უფროს მარინა კეიდიასთან ერთად აფხაზეთსა და სამაჩაბლოში დაღუპულ მეომართა დედებს დედის დღე და რვა მარტი მიულოცა. მათთან ერთად ქალბატონებს დედის დღე მიულოცეს ვეტერანთა საქმეების განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა ირმა ხურციძემ და ომის ვეტერანმა შოთა ფირცხალაიშვილმა.

- ეს ქალბატონები ჩვენი გმირი ბიჭების დედები არიან. მათ ყოველ წამს სჭირდებათ დაფასება და მოფერება. ჩვენი ვალია პატივი მივაგოთ საქართველოსთვის ზვარაკად შეწირული ვაჟკაცების მშობელ დედებს, - გვითხრა ზაზა ურუშაძემ.

- კარგა ხანია არავის ვახსოვართ. მადლობა თქვენ, ბატონო ზაზა და მადლობა ყველას, ვისაც გავახსენდით და ვინც ჩვენი გული მცირედით მაინც გაახარა, - თქვა ზაალ მდინარაძის დედამ, ქალბატონმა  ზეინაბმა და გულწრფელი ცრემლიც ვერ დამალა.

გმირების დედებს გამგეობამ ქალთა დღესასწაულებთან დაკავშირებით ფულადი დახმარება გადასცა.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია