18 | 09 | 2019

21 ოქტომბერს საკრებულოს სხდომა გაიმართა

 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა საკრებულოს თავმჯდომარემ რევაზ ჩიტიძემ გახსნა და დეპუტატებს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები გააცნო.

1. „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოციალურ–კულტურულ ღონისძიებათა პროგრამების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის N32 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების განკარგულების დამტკიცების შესახებ.

 

2. „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის რწმუნებულთა მიერ აქტის შედგენის, ცნობის გაცემისა და ბეჭდის გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების მისაღებად ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების დამტკიცების შესახებ.

3. „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გვიმბალაურის ადმინისტრაციული ერთეულის ქუჩების სახელდებისა და ნუმერაციის შესახებ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 16 სექტემბრის N28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების მისაღებად ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების განკარგულების დამტკიცების შესახებ.

4. „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის N9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების მისაღებად ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების დამტკიცების შესახებ.

5. „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 დეკემბრის N50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების მისაღებად ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების დამტკიცების შესახებ.

6. სხვადასხვა.

მომხსენებლებმა დამსწრეთ ზემოაღნიშნული საკითხები გააცნეს.

აღინიშნა, რომ „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოციალურ–კულტურულ ღონისძიებათა პროგრამებში’’ შევიდა ცვლილება _ კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდული საქმეების დაგემგმილ ღონისძიებათა კალენდარში ღონისძება ~ლანჩხუთელობა~ შეიცვალა საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის ~გურიის~ უმაღლეს ლიგაში გადასვლის 25 წლის იუბილის აღსანიშნავი ღონისძიებით.

დანარჩენ ოთხ საკითხზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. დაინტერესებულ პირებს დადგენილებების პროექტებთან დაკავშირებით შეუძლიათ საკუთარი წინადადებები და მოსაზრებები წარმოადგინონ.

სხვადასხვაში მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი გოგუაძემ დამსწრეთ მიაწოდა ინფორმაცია ტუნგოს და ხილის შესყიდვით დაინტერესებულ ბიზნესმენთა შესახებ. როგორც ითქვა, გაიხსნება მიმღები პუნქტები, სადაც მოსახლეობას შესაძლებლობა მიეცემა ჩააბაროს ტუნგო და ხილი.

 

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია