საკრებულოს თავმჯდომარემ თემურ ფირცხალაიშვილის სახელობის შემოქმედთა მუზეუმი მოინახულა

გამოქვეყნებულია ორშაბათი, 23 მარტი 2015 16:48

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარე გიორგი ხელაძემ და სამანდატო კომისიის თავმჯდომარე რომან ბიწაძემ თემურ ფირცხალაიშვილის სახელობის შემოქმედთა მუზეუმი მოინახულეს.

სტუმრებმა დაათვალიერეს როგორც მუზეუმის განახლებული ექსპონატები და ინტერიერი, ასევე იქვე განთავსებული ბიბლიოთეკაც.

ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. ამ მუზეუმს ნამდვილად სჭირდება განსაკუთრებული ყურადღება. მინდა მადლობა გადავუხადო აქ მომუშავე პერსონალს,  განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ.