ეს მარტივია: იზრუნე გარემოზე

გამოქვეყნებულია ხუთშაბათი, 26 მარტი 2015 10:11

საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივით ამა წლის 25 მარტს მოეწყო დასუფთავების დღე „ეს მარტივია, იზრუნე გარემოზე“, რომლის ფარგლებში სოფელ ლესაში დასუფთავდა რკინიგზის გადასასვლელის მიმდებარე ტერიტირია.

აქციაში მონაწილეობა მიიღო გამგეობის, ა(ა)იპ „ლანჩხუთი-სერვისის“ თანამშრომლებმა და სოფელ ლესის მოსახლეობამ.
- აქცია „ეს მარტივია: იზრუნე გარემოზე“ ლანჩხუთში ორგანიზებულად ჩატარდა და ხალხმრავალიც იყო. საკმაოდ დიდი ტერიტორია დასუფთავდა კიდეც, - განაცხადა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ ნუგზარ ცინცაძემ.