16 | 07 | 2019

ლანჩხუთელებმა ჩინელები მოხიბლეს

 

კულტურის ცენტრის (დირექტორი სოფო ჭელიძე) ფოლკლორული ანსამბლი „მხედრები“ ჩინეთის ქალაქ ჩენდუში იმყოფებოდნენ.

ჩენდუ სეჩუანის პროვინციის დედაქალაქია, ქალაქში 7 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. იგი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების ცენტრია დასავლეთ ჩინეთში.

 

ქართულმა ცეკვებმა და სიმღერებმა მოხიბლეს ჩინელები, ისინი აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ, როცა დარბაზში ქართული ხალხური სიმღერები ისმოდა, ხოლო სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდა ცეცხლოვანი ცეკვები. მაყურებელი ოვაციებითა და ტაშით აცილებდა თითოეულ გამომსვლელს, რომელიც თავის მხრივ, ჩინელ მაყურებელს პატივისცემითა და სითბოთი პასუხობდა.


 

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია