21 | 11 | 2017

მორიგი მიღების საათები გამგებელთან

მიმდინარე კვირის სამშაბათს, 21 აპრილს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელს, ზაზა ურუშაძეს მოქალაქეების მიღების დღე ჰქონდა.
მოქალაქეთა მიღებისა და საქმისწარმოების განყოფილებაში წინასწარ მიღებაზე 14 ადამიანი იყო ჩაწერილი. მათ უმეტესობას ერთჯერად დახმარებაზე აქვს შემოტანილი განცხადება. ბატონი ზაზას თქმით, უახლოეს კომისიაზე განიხილავენ თითოეულის საკითხს და შეძლებისდაგვარად, დაეხმარებიან.
ქვიანში, რუსლან წულაძის უბანში გარე განათების მოწყობა მოითხოვეს. გამგებელმა ჩაინიშნა აღნიშნული პრობლემა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსს საკითხის შესწავლა დაავალა. 
მიღებაზე იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც საცხოვერბელი სახლის პრობლემები აქვთ. გამგებელმა აუხსნა მათ, რომ აუცილებელია ოფიციალური განცხადებით მიმართონ გამგეობას, ხოლო განცხადებას თან უნდა ერთვოდეს ინფრასტრუქტურის სამსახურის დასკვნა სახლის ავარიულობაზე.
მოქალაქეთა მიღება მომავალი კვირის სამშაბათია.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა