21 | 09 | 2019

უკრაინელები ქართულ-უკრაინული საწარმოს შექმნით არიან დაინტერესებულები

უკრაინის რესპუბლიკის ხერსონის ოლქის ქალაქ ნოვა კახოვკის ქალაქის საბჭოს დეპუტატები: იგორ ლიტვინი და სერგეი კრამჩანინი მუნიციპალიტეტის გამგებელს გიორგი გოგუაძეს და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს ზვიად აფხაზავას შემდგომი თანამშრომლობის საკითხებზე ესაუბრნენ.

 

უნდა აღინიშნოს, რომ იგორ ლიტვინი ლანჩხუთში უკვე მეორედაა. ორი წლის წინ ის ხერსონის ოლქის ქალაქ ნოვა კახოვკის მერის პირველი მოადგილის რანგში ესწვია ჩვენს ქალაქს.

სწორედ მაშინ გიორგი გოგუაძემ და იგორ ლიტვინმა ხელი მოაწერეს განზრახულობათA ოქმს, ნოვა კახოვკისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის დამეგობრების, ბიზნესის განვითარების მხრივ ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.

ამაჟამინდელი სტუმრობის მიზანი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ბაზრით დაინტერესებაა. მათ აქვთ საინტერესო წინადადებები, რომელიც ქართულ-უკრაინული ერთობლივი საწარმოს შექმნას შეეხება.

ხვალ, 2 ნოემბერს სტუმრები შეხვდებიან ფერმერებს და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენით დაინტერესებულ ყველა პირს. ამ შეხვედრის შემდეგ კონკრეტულად გადაწყდება მთელი რიგი საკითხები.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია