24 | 06 | 2017

პროექტის ფარგლებში წყალწმინდის საბავშვო ბაღში მონიტორი დამონტაჟდა

პროექტის „თვითმმართველობის ეფექტურობის გაძლიერება მოსახლეობის ინფორმირების ახალი მეთოდების გამოყენებით“ ფარგლებში, სოფელ წყალწმინდის საბავშვო ბაღის შენობაში მონიტორი დამონტაჟდა.

მონიტორი საბავშო ბაღს ,,ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით გოგიჩაიშვილმა საკრებულოს თავმჯდომარე- გიორგი ხელაძესთან და სოფლის მაჟორიტარ დეპუტატთან, თემურ მარშანიშვილთან ერთად გადასცა.

პროექტის ფარგლებში მოქალაქეებს საშუალება მიეცემათ ონლაინ რეჟიმში თვალყური ადევნონ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომებს და დაუსვან შეკითხავა დეპუტატებს. საკრებულოს სხდომების პირდაპირი ტრანსლაცია გაზრდის მოქალაქეთა ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ხელს შეუწყობს საკრებულოს მუშაობის კიდევ უფრო ეფექტურობასა და გამჭვირვალობას.

დავით გოგიჩაიშვილმა ადგილობრივ მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდა სმს სისტემის ამოქმედებასთან დაკავშირებით. ანკეტა-მემორანდუმზე ხელმოწერის შემთხვევაში ხდება მათი მხრიდან თანხმობის დადასტურება, საკრებულოს გასამართი სხდომებისა და საქმიანობის შესახებ სმს გზავნილის მიღებაზე.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი მონიტორი უკვე განთავსდა ნიგვზიანის საბავშვო ბაღის შენობაში და ასევე დამონტაჟდება შუხუთის ადმინისტრაციულ ერთეულში.

პროექტს ოზურგეთის ,,ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი“ და გურიის ,,ახალგაზრდა რესურსცენტრი“ UNDP-ის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო-(ი)ს ფოტო.

ნინო წილოსანი გამგებელთან ერთად ნიგოითში იმყოფებოდა

დღეს ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანი მუნიციპალიტეტის გამგებელ ზაზა ურუშაძესთან ერთად ნიგოითის ადმინისტრაციულ ერთეულში იმყოფებოდა.
მათ ადგილზე დაათვალიერეს ჩოლობარგში მშენებარე საბავშვო ბაღი. შემდეგ კი მალხაზ ფირცხალაიშვილის ოჯახს ეწვივნენ.
„-ეს ბაღი 60 ბავშვზეა გათვლილი. თანამდეროვე სტანდარტებით კეთდება და ასეთი 2017-2018 სასწავლო წლიდან ლანჩხუთში სამი ახალი საბავშვო გვექნება“- განაცხადა გამგებელმა.
რაც შეეხება მალხაზ ფირცხალაიშვილს, სტიქიის შედეგად სახლის სახურავი დაუზიანდა, ჩამონგრეული იყო სახლის უკანა ნაწილი. ოჯახში ოთხი არასრუწლოვანი ცხოვრობს. მუნიციპალიტეტის გამგებლის გადაწყვეტილებით ფირცხალაიშვილების ოჯახს სახურავიც გამოეცვალა და სახლის უკანა ნაწილის მშენებლობაც უკვე დასრულებულია.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.

სტიქიის პირველადი შედეგი ლანჩხუთში

დამეწყრილი გზები, დატბორილი ეზოები, დაზიანებული ხიდები - ეს ამ დილით მოვარდნილი წვიმის პირვანდელი შედეგია.
ძლიერმა ნალექმა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სოფელი მნიშვნელოვნად დააზარალა.
ნიგვზიანის ადმინისტრაციულ ერთეულში დაზიანებულია შიდა დაღვარულა შიდა მიმოსვლის გზები, ხიდი, ჩამოწოლილია მეწყერი, დატბორილია გზის სავალი ნაწილი.
ჩიბათში წვიმამ მთლიანად დატბორა და უმძიმესი პირობები შეუქმნა ნინო კვაჭაძის სახლს.
ჭყონაგორაში წვიმის შედეგად ადიდდა იქვე მდებარე მდინარე, რომელმაც ეზოები დატბორა.
მუნიციპალიტეტში შექმნილია კომისია, რომლის წევრები ადგილზე სწავლობენ არსებულ ვითარებას.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.

ჭანჭათში ძლიერი წვიმის შედეგად მეწყერი ჩამოწვა

უნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ მოადგილე ნუგზარ ცინცაძეთან ერთად ადგილზე დაათვალიერა სტიქიის შედეგად შექმნილი მდგომარეობა აკეთის ადმინისტრაციულ ერთეულში. ჭანჭათში ძლიერი წვიმის შედეგად თამაზ ვადაჭკორიას სახლთან მეწყერი ჩამოწვა. ექვსულიანი ოჯახი საფრთხის წინაშეა. თამაზ ვადაჭკორიამ მადლობა გადაუხადა გამგებელს ყურადღებისთვის. ადგილზე დილიდანვე მობილიზებული იყო შესაბამისი სამსახურები. გამგებელმა დაავალა ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელს მანუჩარ ღლონტს აღნიშნული ოჯახი დროულად ჩართოს ქირით უზრუნველყოფის პროგრამაში და მათთვის მოიძებნოს სახლი ამავე სოფლის ტერიტორიაზე.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.

დაზიანებული სახლები მუნიციპალიტეტის გამგებელმა დაათვალიერა

15 ივნისს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი წვიმამ მნიშვნელოვნად დააზარალა. ძლიერი წვიმის დროს მოვარდნილი წყლის ნაკადი ვერ გაატარა მილხიდებმა, რის გამოც დატბორილია ქალაქის ცენტრალური ნაწილი და რამდენიმე ქუჩა. დატბორილია საყანე ფართობები. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები. მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ ადგილზე დაათვალიერა სტიქიისაგან დაზიანებული სახლები.
ამ დროისთვის შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც სტიქიის ზონაში მუშაობს.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.

გამოსაშვები ზეიმი მაჩხვარეთის ბაღში

14 ივნისს,მაჩხვარეთის საბავშვო ბაღის მზაობის ჯგუფს გამოსაშვები ზეიმი ჰქონდა. ბაღის ეზოში, რომელიც განსაკუთრებულად იყო მორთული, პატარები სტუმრებს თავს აწონებდნენ სიმღერებითა და ცეკვებით. აღმზრდელთა სანაქებოდა უნდა ითქვას, რომ ბავშვებმა ყველაფერს შესანიშნავად გაართვეს თავი. ზეიმის დასასრულს ბავშვებსა და მშობლებს მიესალმა ბაღის ხელმძღვანელი თამარ კერესელიძე, რომელმაც მადლობა გადაუხადა ადგილობრივ ხელისუფლებას და განსაკუთრებით, გამგებელ ზაზა ურუშაძეს თანადგომისა და მხარდაჭერისთვის. სკოლამდელი ცენტრის ხელმძღვანელმა დავით წულაძემაც არ დაიშურა სამადლობელო სიტყვები გამგებლისადმი. მისი თქმით, არასოდეს ასეთი ყურადრება ბაღებს აღმასრულებელი რგოლიდან არ უგრძვნია. "ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მომავალი თაობა იყოს ლაღი და ხალისიანი" - განაცხადა ბატონმა დავითმა. თავის მხრივ გამგებელმა ზაზა ურუშაძემაც მიულოცა ბავშვებს ეს მნიშვნელოვანი თარიღი, საბავშვო ბაღის დასრულება და ბედნიერი მომავალი უსურვა: - მნიშვნელოვანი ეტაპი დგება თქვენ ცხოვრებაში, მოსწავლეები უნდა გახდეთ მე ვიცი, რომ თითოეული პედაგოგი განსაკუთრებულად იხარჯება, რომ თქვენ მოგცეთ შესაბამისი ცოდნა და განათლება. თქვენს კვებასა და ჯანსაღი გარემოს შექმნაზე კი ჩვენ ვზრუნავთ და ვიზრუნებთ მომავალშიც. გისურვებთ წარმატებებს" - მიმართა პატარებს ზაზა ურუშაძემ.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.

ქვეკატეგორიები

საჯარო ინფორმაცია