18 | 10 | 2018

დროებითი ჯგუფის პირველი სხდომა გაიმართა

26 სექტემბერს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შემსრულებლის შერჩევის მიზნით შექმნილი დროებითი ჯგუფის პირველი სხდომა გაიმართა.
სხდომაზე განხილეს დაინტერესებული ორგანიზაციების მიერ შემოსული განცხადებები. დღეის მონაცემებით შემოსულია 25 განცხადება. ჯგუფის შეხვედრაზე აღინიშნა, რომ უმეტესი მათგანის მიერ შემოტანილი განცხადებები არასრულყოფილია. მათ დამატებით უნდა წარმოდგინონ ანალოგიური სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია და ტექნიკის საკუთრებაში ან ხელშეკრულებით აყვანის დამადასტურებელი დოკუმენტი. დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენის შემდეგ ჩატარდება მორიგი სხდომა, რომელზედაც მიღებული იქნება ობიექტების განაწილების გადაწყვეტილება.
სხდომაზე განიხილეს სოფლის პროგრამების მიმდინარეობა. აღინიშნა, რომ ხელშეკრულება ყველა ობიექტზე გაფორმებულია. ბოლო მონაცემებით მიმდინარეობს ობიექტების ჩაბარების პროცესი. არის ვადების დარღვევის შემთხვევები, როს გამოც რამდენიმე შემსრულებელი დაჯარიმებულია

27 სექტემბერს დაგეგმილი ღონისძიებები

27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით ლანჩხუთში შემდეგი ღონისძიებები დაგეგმილი:
12:00 სთ. აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი - ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის
ტაძარი.
10:00 – 18:00
სთ. ომში დაღუპული ბიჭების ნამუშევრების გამოფენა - კულტურის ცენტრის ფოიე.
12:00 – 18:00
სთ. აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა საფლავების ყვავილებით შემკობა.
16:00
სთ. ლიტერატურული კომპოზიციატყვიის ძმები“ - კულტურის ცენტრი.
გარდა ამისა, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობის ფოიეში მიმდინარეობს აფხაზეთის ომის მონაწილეების ვაჟა თოდუასა და ზაზა სულაბერიძის ნახატების გამოფენა. ღონისძიებებს ორგანიზებას გამგეობის ვეტერანთა საქმეების განყოფილება უკეთებს.

სტიქია ლანჩხუთში

25 სექტემბერს გვიან ღამით მოსული ძლიერი წვიმის შედეგად მეწყერი ჩამოწვა აცანაში, შუხუთი-აცანის ცენტრალურ მაგისტრალზე. მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან თენგიზ ხელაძესთან ერთად ადგილზე დაათვალიერა აგისტრალზე არსებული მდგომარეობა. ამდროისთვის ადგილზე მისულია სამაშველო სამსახური, სპეციალისტები მუშაობენ. დაწყებულია გზის გაწმენდა.
მძიმე მდგომარეობაა ნიგოითში. დაიტბორა ოჯახები, დაიხრჩო შინაური პირუტყვი. მიმდინარეობს ზარალის დათვლა.


25 სექტემბერს საკრებულოს სხდომა გაიმართა

 

2013 წლის 25 სექტემბერს ლანჩხუთის მუნუციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელსაც ამირან გიგინეიშვილი უძღვებოდა. სხდომაზე შემდეგი საკითხები განიხილეს: თავდაპირველად სიტყვით როლანდ ლაშხია გამოვიდა, რომელმაც საკრებულოს გააცნო `ლანჩხუთისმუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ~ `ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2013 წლის საკრებულოს 2012 წლის 10 დეკემბრის 34 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე~ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების მისაღებად ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ~ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ ბიუჯეტში უნდა აისახოს სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ გამოყოფილი 2 965 500 ლარი.
`
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი შესყიდვების გეგმის დამტკიცების შესახებ~ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 7 სექტემბრის #83 განკარგულების ცვლილების შეტანის თაობაზე~. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების დამტკიცების შესახებ. ამ საკითხთან დაკავშირებით მომხსენებელმა მაია აფხაზავამ აღნიშნა, რომ შესყიდვების გეგმაში უნდა აისახოს ყველა ის პროექტი, რაც მუნიციპალიტეტში უნდა განხორციელდეს სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებასთან დაკავშირებით.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2013 წლის `სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ~ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2013 წლის 29 იანვრის 2 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე~ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების დამტკიცების შესახებ _ ამ საკითხთან დაკავშირებით, მარინა კეიდიამ ისაუბრა. საკრებულოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ოჯახების მხარდასაჭერად დაემატა 3000 ლარი. ასევე სოციალურ პროგრამებში უნდა შევიდეს ცვლილება და აისახოს ის ღონისძიებები, რაც ამ მიზნით სამსახურის მიერ არის დაგეგმილი.
შოთა ჩაგუნავამ საკრებულოს შემდეგი საკითხები გააცნო: სოციალური დახმარების გაცემის წესში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საკითხი. პროექტის თანახმად დადგენილებაში მკაფიოდ განისაზღვრება იმ დოკუმენტების ჩამონათვალი, რომელიც ბენეფიციალმა უნდა წარმოადგინოს კონკრეტული სოციალური დახმარების მისაღებად. ასევე სოციალურ პროგრამებში უნდა შევიდეს ცვლილება და აისახოს ის ღონისძიებები, რაც ამ მიზნით სამსახურის მიერ არის დაგეგმილი. ჩაგუნავას განმარტებით, ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს არ ჰქონდა ბეჭედი, თუმცა მისი საქმიანობის სპეციფიურობიდან გამომდინარე ამის აუცილებლობა არ არსებობს, რის გამოც საჭიროა ცვლილება შევიდეს სამსახურის დებულებაში.
ეკონომიკისა და საინვესტიციო გარემოს განვითარების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა რომან ბიწაძემ ისაუბრა, ინვენსტორის შესახებ ისაუბრა, რომელმაც მუნიციპალიტეტს მიმართა, სურვილი აქვს ლანჩხუთის ყოფილი ჩაის ფაბრიკის ადმინისტრაციულ შენობაში გახსნას სამკერვალო ფაბრიკა, სადაც პირველ ეტაპზე დახარჯავს დაახლოებით 125 ათას ლარს და დაასაქმებს ადგილობრივ მცხოვრებლებს, მინიმუმ 50 ადამიანს. ამიტომ მიზანშეწონილად მიაჩნია აღნიშნული ქონება შევიდეს საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხაში და გასხვისდეს პირობიანი აუქციონის წესით.

 

გამგებელმა სოფლის რწმუნებულებთან თათბირი ჩაატარა

24 სექტემებერს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ სოფლის რწმუნებულებთან და სამსახურის უფროსებთან ერთად თათბირი ჩაატარა.
მისი განცხადებით, მუნიციპალიტეტში სოფლის პროგრამის ფარგლებში 131 პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი.აქედან 65 ობიექტზე უკვე დასრულებულია სამუშაოები. ურუშაძემ მოისმინა თითოეულ სოფელში არსებული მდგომარეობა. რწმუნებულებსა და სამსახურის უფროსებს, რომლებიც მიმაგებულნი არიან სოფლებში, დაავალა ყურადღება მიაქციონ შესრულებული სამუშაოს ხარისხს. გააკონტროლონ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადები, რათა დროულად მოხდეს პროექტების დასრულება.
გარდა ამისა, რწმუნებულებს დაავალა დაეხმარონ და ყევლაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ დროულად მოხდეს საბავშვო ბაღებისა და სკოლების სათბობი შეშით მომარაგება.
რაც შეეხება ქალაქს, უკვე დასრულებულია ხელშეკრულების გაფორმება მეწარმესთან და საფო მგელაძის, ნინოშვილის, ჩხაიძის, ბარათაშვილის, თამარ მეფის და კვირკველიას ქუჩებზე ერთდროულად დაიწყება ასფალტის საფარის დაგება.
გამგებელმა კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ საჯარო მოხელეებს არანაირი უფლება არ აქვთ სამუშაო საათებში ჩაერთონ საარჩევნო კამპანიაში, გამოიყენონ ადმინისტრაციული რესურსი და ..

ლანჩხუთში

ქვეკატეგორიები

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია