24 | 06 | 2017

„აზიური ფაროსანას“ წინააღმდეგ წამლობა დაიწყო

14 ივნისს,ლანჩხუთში მცენარეთა მავნებლის „აზიური ფაროსანა“-ს საწინააღმდეგო შეწამვლითი სამუშაოები დაიწყო. შეწამვლის ღონისძიება ნიგოითის, შუხუთის, გვიმბალაურისა და ჩიბათის ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარეობს.

პროცესს გურიის მხარეში სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის სამხარეო სამმართველო (უფროსი ნინო შეწირული) , ხოლო ლანჩხუთში ა(ა)იპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საგარეო-ეკონომიკური კავშირურთიერთობების ინვესტიციების, ტრანსპორტის განვითარების ცენტრი ხელმძღვანელობს (დირექტორი გელა ზოიძე).
მცენარეთა მავნებლის წინააღმდეგ ღონისძიებები მუნიციპალიტეტში სურსათის ეროვნული სააგენტოს, ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებისა და სპეციალისტების, მუნიციპალიტეტის ტეროტორიაზე მავნებლის წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების კონტროლის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრების მონაწილეობით დაიწყო.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.

გამარჯვებულები რეგიონულ ტურნირში

პროექტში "სპორტი ბარიერების გარეშე, რომელიც ამჟამად გურიის რეგიონის მასშტაბით ტარდება, ლანჩხუთელები უფრო და უფრო მეტ წარმატებას აღწევენ.
ამჯერად წარმატებები ჩვენებურებმა მინი-ფეხბურთსა და სპრინტში მოიპოვეს.
შეჯიბრში ოთხივე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
მინი-ფეხბურთში, როგორც გოგონებში, ასევე ვაჟებში პირველობა არავის დაუთმო ლანჩხუთმა და რეგიონის ჩამპიონი გახდა.
ხოლო სპრინტში გოგონებს შორის პირველი ადგილი ჩვენებურებმა დაიკავეს, მაგრამ ვაჟები მხოლოდ მეორე ადგილს დასჯედნენ.
უნდა აღვნიშნოთ, რომ რეგიონის ჩემპიონები ათი დღით გაემგზავრებიან ანაკლიაში, სადაც გამოვლინდება საქართველოს ჩემპიონის სხვადასხვა სპორტულ სახეობაში.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.

გამგებელმა წარმომადგენლებთან თათბირი გამართა

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ ადმინისტრაციულ ერთეულებში თავის წარმომადგენლებთან თათბირი გამართა. შეხვედრის ძირითადი მიზანი „აზიური ფაროსანას“ საწინააღმდეგოდ დაგეგმილი ღონისძიებები იყო.
წამლობა ხვალიდან ოთხ ადმინისტრაციულ ერთეულში (ნიგოითი, შუხუთი, გვიმბალაური, ჩიბათი) დაიწყება.
სამუშაოების ჩატარებას მობილიზებას და კონტროლს გამგეობის შესაბამის სამსახურთან ერთად გაუწევს ა(ა)იპ საგარეო-ეკონომიკური კავშირურთიერთობების ინვესტირების, ტრანსპორტისა და ტურიზმის განვითარების ცენტრი.
„-საკმაოდ მნიშვნელოვანი პროცესია. თქვენ გაქვთ ინფორმაცია მავნებლის შესახებ. წამლობის დროულად და ეფექტიანად ჩატარება გადაარჩენს სასოფლო-სამეურნეო კულტურებს და თავიდან აგვაცილებს ეკონომიკურ ზარალს“ _ განაცხადა მუნიციპალიტეტის გამგებლემა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.

საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგნელებმა დღეს საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრის მიზანი მიგრაციის სამართალსა და ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა იყო.
იურისტმა ირაკლი ვარშანიძემ დამსწრე საზოგადოებას ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლისათვის საჭირო რეკომენდაციები და ვალდებულებები გააცნო.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.

საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ხელაძე უძღვებოდა. საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ ორ საკითხზე იმსჯელეს.

საკრებულომ დაამტკიცა დადგენილება, „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 დეკემბრის N30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თობაზე“.

,, საქართველოს მთავრობის 19 მაისის N984 განკარგულებით აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებისათვის გამოყოფილია და 2017 წლის ბუჯეტში ასახულია გრანტის სახით სულ 215784 ლარი, მათ შორის მუშახელის შრომის ანაზღაურებისათვის 199 800 ლარი და საწვავის შესყიდვისთვის 15 984 ლარი. შეთანხმების საფუძველზე მიზანშეწონილია აღნიშნული ღონისძიება განხორციელდეს ა(ა)იპ საგარეო- ეკონომიკური კავშირურთიერთობების ინვესტიციების, ტრანსპორტის, ტურიზმის და მეწარმეობის განვითარების ცენტრის მეშვეობით, რისთვისაც გადაეცეს 215784 ლარი სუბსიდიის სახით.
საქართველოს მთავრობის 2 ივნისის N1091 განკარგულებით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს გამოეყო 250294 ლარი, ინფრასტრუქტურული ობიექტების თანადაფინასება 13177 ლარი საკუთარი შემოსავლების ხარჯზე, ავტომობილის პარკირების მოწესრიგებისათვის გამოიყოს 2000 ლარი. ფინანსური უზრუნველყოფის მიზნით გაიზარდოს მოსაკრებელი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის 15177 ლარით“,განმარტა საკითხის მომხსენებელმა, გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა როლად ლაშხიამ.

დღის წესრიგის მეორე საკითხზე - „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის N7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საკრებულომ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.

საკრებულოს სხდომის პირდაპირი ტრანსლაცია და სრული ვიდეო ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ საკრებულოს ფეისბუქ-გვერდზე.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო-(ი)ს ფოტო.

გამგებელმა გზის სამუშაოები დაათვალიერა

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ ლესაში შიდა სასოფლო გზაზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. „-საკმაოდ მძიმე სიტუაციაში ვიყავით. წვიმიან ამინდში, ფაქტობრივად, გადაადგილება შეუძლებელი იყო. მადლობა, რომ ყურად იღეთ ჩვენი გასაჭირი და მოგვიგვარეთ ეს პრობლემა“_აღნიშნეს ადგილობრივებმა. რკინა- ბეტონის გზის მშენებლობის სამუშაოებს შპს „პალადა“ ასრულებს.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.

ქვეკატეგორიები

საჯარო ინფორმაცია