20 | 01 | 2019

ომის ვეტერანს 90 წლის იუბილე მიულოცეს

3 აგვისტოს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიგინეიშვილი და გამგეობის ვეტერანთა საქმეების განყოფილების უფროსი შოთა ფირცხალაიშვილი გვიმბალაურში მცხოვრებ ვერა მეგრელაძეს ეწვივნენ. ქალბატონი ვერა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანია. მას 3 აგვისტოს 90 წელი შეუსრულდა.
იუბილარმა დიდი მადლობა გადაუხადა ბატონ ამირანს. საკრებულოს თავმჯდომარემ დიდხანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა უსურვა ქალბატონ ვერას.

გამგებელი სოფლის რწმუნებულებს და სამსახურის უფროსებს შეხვდა

3 აგვისტოს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე სოფლის რწმუნებულებს და სამსახურის უფროსებს შეხვდა. შეხვედრაზე თითოეულმა რწმუნებულმა ისაუბრა საკუთარი სოფლის პრობლემებზე. საერთო პრობლემად რჩება გზების შეკეთება, წყლის პრობლემის მოგვარება, სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობის დახმარება და სხვა.
ზაზა ურუშაძემ განაცხადა, რომ მართლაც უამრავი საკითხია მოსაგვარებელი, თუმცა მათი გადაწყვეტა ეტაპობრივად მოხდება. შესამოწმებელია სოფლების ელექტროქვესადგურები, რათა დროულად მოხდეს დაზიანებების აღმოფხვრა და ელექტროენერგიის მიწოდების მხრივ სოფლებს პრობლემები არ ჰქონდეთ ზამთარში. რაც შეეხება სოფლის პროგრამებს, გამგებელმა სოფლის რწმუნებულებს მითითება მისცა, რომ სოფლის პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებას მიაქციონ ყურადღება და აცნობონ გამგებელს თუკი მეწარმე არაკეთილსინდისიერად შეასრულებს დაკისრებულ მოვალეობას. ასევე თითოეულ სოფელზე იქნება მიმაგრებული სამსახურის უფროსი, რომელიც რწმუნებულთან ერთად იქნება პასუხისმგებელი მიმდინარე სამუშაოების ხარისხზე.

ასევე გამგებელმა სოფლის პროგრამების დროს გამოთავისუფლებულ 165 256 ლარზეც ისაუბრა და დაავალა ყველა რწმუნებულს სასწარფოდ მოიწვიონ სოფლის კრებები და მოსახლეობამ თავად გადაწყვიტოს რაში დახარჯოს ეკონომიით მიღებული თანხა.

ზაზა ურუშაძემ სტადიონზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

2 აგვისტოს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ  და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა თენგიზ ხელაძემ ლანჩხუთის ევგრაფ შევარდნაძის სახელობის სტადიონზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

ინდივიდუალური სკამების უმეტესობა დამონტაჟებულია. რაც შეეხება გასახდელებსა და საკონფერენციო დარბაზებს, მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები.

მუნიციპალიტეტის გამგებელმა სტადიონზე ბალახის საფარი შეამოწმა და მუშებს მითითებები მისცა.

გამგებელი ორაგვისა და მაჩხვარეთის თემის მოსახლეობას შეხვდა

 

2 აგვისტოს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე ორაგვისა და მაჩხვარეთის თემის მოსალეობას შეხვდა. მას თან ახლდა მრჩეველი სოფლის მეურნეობის საკითხებში ნუგზარ ცინცაძე, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი თენგიზ ხელაძე, ეკონომიკისა და საინვესტიციო გარემოს განვითარების სამსახურის უფროსი რომან ბიწაძე.

ორაგვის თემის მოსახლეობისათვის ძირითად პრობლემას გაუქმებული ამბულატორია წარმოადგენს. სოფელი  ქალაქიდან დიდი მანძილითაა დაშორებული, რის გამოც უბნის  ექიმს ყოველდღიურად ასვლა უჭირს. არ დადის სამგზავრო ტრანსპორტი. მოუწესრიგებელია გზაც.

გამგებელი დაინტერესდა, არის თუ არა შესაძლებელი აღდგეს მამათსა და ორაგვეს შორის არსებული გზა, რომელიც ახლა არ ფუნქციონირებს.  ასევე აუხსნა მათ, რომ სოფლის პროგრამის ფარგლებში დაზოგილ თანხას თავად მოსახლეობა გამოიყენებს  საჭირო საქმისათვის. ზაზა ურუშაძემ შესთავაზა სოფლელებს, თავად შეერჩიათ ამბულატორიისათვის გამოსადეგი ოთახი  და სოფლის რწმუნებულს დაავალა დაეხმაროს ექიმს ტრანსპორტირებაში,  რათა  დროულად მოემსახუროს პაციენტებს.

რაც შეეხება მაჩხვარეთს, მოსახლეობა დაინტერესდა როდის მოხდება სოფლის გაზიფიცირება.  ზაზა ურუშაძე ხალხს დაჰპირდა, რომ ყოველნაირად ეცდება შეუმსუბუქოს მათ მდგომარეობა, მაგრამ ისიც აღნიშნა, რომ რაიონის ბიუჯეტი არის მეტად მწირი და სამწუხაროდ, არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ყველა პრობლემა იქნეს მოგვარებული.  ასევე დაათვალიერა მაჩხვარეთის თემის კლუბი. გაესაუბრა ქეთევან ურუშაძეს, რომელიც გასულ წლებში მუშაობდა კულტურის განყოფილების გამგედ.  მისი სურვილია კვლავ ამოქმედდეს ერთადერთი კულტურული კერა სოფელში.

 

სამუშაო ჯგუფმა ხელშეკრულების პირობები განიხილა

2 აგვისტოს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შემსრულებლების შერჩევის მიზნით სამუშაო ჯგუფი შეიკრიბა.
ჯგუფს გამგებელი, ზაზა ურუშაძე ხელმძღვანელობს.
გამგებელმა მუხლობრივად განიხილა იმ ხელშეკრულების პუნქტები, რაც მუნიციპალური შესყიდვების სამსახურმა წარმოადგინა. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა შემსყიდველის უფლებამოსილებაზე.
ზაზა ურუშაძის განცხადებით, შეიქმნება ინსპექტირების ჯგუფი, რომელიც სპეციალისტებისაგან დაკომპლექტდება და სისტემატურად ადგილზე შეამოწმებს თითოეულ თემში მიმდინარე სოფლის პროგრამით გათვალისწინებული პროექტების მიმდინარეობას.
რაც შეეხება ეკონომიით გამოთავისუფლებულ 165 256 ლარს, ყველა ტერიტორიულ ორგანოში (ქალაქის გარდა) ჩატარდება სოფლის კრება, სადაც მოსახლეობა თავად გადაწყვეტს რისთვის გამოიყენონ ეკონომიით მიღებული თანხა.
გარდა ამისა, მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახურის უფროსები მიმაგრებულნი არიან სოფლებში, რათა კონტროლი და მეთვალყურეობა გაუწიონ სოფლის პროგრამის მიმდინარეობას. ასევე შეიქმნა ცხელი ხაზი, რათა ნებისმიერი ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში დროულად მოხდეს რეაგირება.

გამგებელი ენერგეტიკის მინისტრთან შეხვედრას დაესწრო

 


1 აგვისტოდან საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ გასვლითი შეხვედრები დაიწყო რეგიონებში. იგი ადგილზე გაეცნო კომპანია ,,ენერგოპროს~ ანგარიშს მიმდინარე სამუშაოების შესახებ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ წარმოდგენილ პრობლემებს.

შეხვედრას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე ესწრებოდა.

 

ქვეკატეგორიები

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია