20 | 01 | 2019

შემაჯამებელი ღონისძიება სამუსიკო სკოლაში

20 მაისს ლანჩხუთის მ.ორაგველიძის სახელობის სამუსიკო სკოლაში საანგარიშო კონცერტი გაიმართა.მოსწავლეებმა 2012–2013 სასწავლო წლის შემაჯამებელი ღონისძიება წარმოადგინეს.

როგორც სკოლის დირექტორმა მაია ჩავლეიშვილმა განაცხადა, სკოლაში 150 მოსწავლე სწავლობს.ფუნქციონირებს რამდენიმე განყოფილება.

სკოლას 2014 წელს მოღვაწეობის 55 წელი უსრულდება.

დასუფთავების აქცია ლანჩხუთში

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე 2013 წლის 14 ივნისს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს,გამგეობისა და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა "დედამიწის მეგობრები" გურიის ორგანიზაციის კოორდინატორის,მანანა გოგუაძის ინიციატივით,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 16–ვე ტერიტორიულ ერთეულში დასუფთავების დღე გამოცხადდა.

აქციაში აქტიურად იყვნენ ჩართული სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები.მონაწილეობა 400–მდე ადამიანმა მიიღო.სულ შეგროვდა 30 კუბ.მ. ნაგავი. დასუფთავდა 14 ჰა. მიწის ფართობი.

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამა გურიაში

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამა გურიაში უკვე რამოდენიმე წელია მიმდინარეობს.12 ივნისს ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში პროგრამაში მონაწილე ლანჩხუთელი პედაგოგები და მოსწავლეები იყვნენ მიწვეულნი.

როგორც ჩიბათის საჯარო სკოლის პედაგოგმა ლადო აფხაზავამ განაცხადა,გასულ წელს პროგრამაში მონაწილეობა ჩიბათის სკოლამ მიიღო და დასაჩუქრდა.წელს კი აცანის საჯარო სკოლამ ტექნიკის სრული პაკეტი მიიღო.

პროგრამაში აქტიურად იყვნენ ჩართული მოსწავლეები.მათთვის თითოეულ მსგავს პროექტში მონაწილეობა ძალიან დიდი გამოცდილებაა და ინტერესით ეკიდებიან ამ საქმეს.

ლანჩხუთელ პედაგოგებთან ერთად ოზურგეთში ლანჩხუთის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნინო ჩიტაძე, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გოჩა ჯანაშია, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტი ნათია იმნაძე იმყოფებოდნენ.

მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებამ მადლობის წერილი მიიღო პროგრამის ორგანიზატორთაგან,რადგან 29 მაისიდან 12 ივნისამდე მასპინძლობდა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის სტაჟიორებს.

აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრები გაიხსენეს

13 ივნისს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ვეტერანთა საქმეების განყოფილების(ხელმძღვანელი შოთა ფირცხალაიშვილი) ინიციატივით ღონისძიება მოეწყო,რომელიც აფხაზეთში გმირულად დაცემულ მესამე სკოლის კურსდამთავრებულების:ვაჟა თოდუას,გოჩა კვირკველიას,მერაბ კუპრეიშვილის ხსოვნას მიეძღვნა.

აგარაკის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი დეკანოზმა საბამ აღავლინა.შემდეგ მესამე საშუალო სკოლაში ლიტერატურული კომპოზიცია "ტყვიის ძმები"გაიმართა(რეჟისორი გია ქურიძე).შემდეგ კი დოკუმენტური კადრები ვიხილეთ,რომელზეც აფხაზეთში დაღუპული ლანჩხუთელი ბიჭები არიან აღბეჭდილი.ღონისძიებას ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატი თემურ ჩხაიძე,ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები,ვეტერანთა უფლებების დაცვის ასოციაციის დამფუძნებელი დოდო გუგეშაშვილი,ასოციაციის გამგეობის წევრები,ვეტერანთა დელეგაცია ოზურგეთიდან ესწრებოდნენ.

საჩუქარი სპორტულ სკოლას

12 ივნისს(ააიპ) სპორტულ ცენტრს,ლაჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატის,თემურ ჩხაიძის ინიციატივითა და ხელშეწყობით,საქართველოს ოლიმპიურმა ჩემპიონმა,ლანჩხუთური ფესვების მქონე ვახტანგ ბლაგიძემ საჭიდაო მოედნის ატრიბუტიკა საჩუქრად გადასცა.

როგორც სპორტული ცენტრის დირექტორმა მინდია დვალიშვილმა განაცხადა,სკოლაში ჭიდაობის რამდენიმე სექცია ფუნქციონირებს.1988 წლის შემდეგ მსგავსი საჩუქარი სკოლას არ მიუღია.ის ასევე მადლობას უხდის საფეხბურთო კლუბის ხელმძღვანელს,დურმიშხან ჩხაიძეს,რათა მან გვიმბალაურში, ყოფილი კოლეჯის ტერიტორიაზე ბავშვებს ვარჯიშისათვის ფართი გამოუყო.

გამარჯვებულები დააჯილდოვეს

11 ივნისს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის დიდ დარბაზში 2013 წლის 5–7 აპრილს ქალაქ სტამბულში "კარატე–დო"–ს მსოფლიო ჩემპიონატში გამარჯვებულ ბავშვთა დაჯილდოვება გაიმართა.

მათ ფულადი ჯილდოები და სიგელები გადასცეს ლანჩხუთის მაჟორიტარმა დეპუტატმა თემურ ჩხაიძემ,საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან გიგინეიშვილმა,გამგებელმა ზაზა ურუშაძემ,სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა სოფიო ჩხაიძემ.

გამარჯვებულ ბავშვებს(გუგა ივანაშვილი,გიორგი და ნიკა ჩხაიძეები,დავით წილოსანი,გიორგი კეჭახმაძე) და გურიის რეგიონის "კარატე–დო"–ს პრეზიდენტ მერაბ თურქიას წარმატება მიულოცეს და წინსვლა უსურვეს.

ქვეკატეგორიები

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია