16 | 10 | 2018

გამარჯვების დღე ლანჩხუთში


ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა  ლანჩხუთელ ვეტერანებს მიულოცეს დიდ სამამულო ომში გამარჯვების 67-ე წლისთავი, დღეგრძელობა და ჯანმრთელობა უსურვეს და საჩუქრად 100 ლარი გადასცეს.

ვრცლად: გამარჯვების დღე ლანჩხუთში

ამერიკული თეთრი პეპლის წინააღმდეგ საბრძოლველად 60 ათასი ლარი გამოიყო

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განსახილველად საკრებულოს თავმჯდომარე რევაზ ჩიტიძემ წარმოადგინა.

ცვლილება შევიდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულებაში. ითქვა, რომ საკრებულოს აპარატში შეიქმნა ორი განყოფილება: საორგანიზაციო და საზოგადოებასთან ურთიერთობის და საოქმო და საქმისწარმოების.

ვრცლად: ამერიკული თეთრი პეპლის წინააღმდეგ საბრძოლველად 60 ათასი ლარი გამოიყო

საკრებულოს სხდომა 8 მაისს გაიმართება

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე შვიდი ძირითადი საკითხი განსახილველად ბიუროს წევრებს საკრებულოს თავმჯდომარე რევაზ ჩიტიძემ წარუდგინა.

როგორც აღინიშნა, ამერიკულ თეთრ პეპელასთან საბრძოლველად ბიუჯეტმა 60 ათასი ლარი მიიღო, ასევე პირველ ეტაპზე  500 ათასი ლარი ჩამოირიცხა „გურიის“ სტადიონის რეაბილიტაციისათვის. ამ თანხების ასახვა, როგორც შესყიდვების გეგმაში, ასევე ბიუჯეტში უნდა მოხდეს, რაც შესაბამისად, გამოიწვევს ცვლილებებს, რომელსაც საკრებულოს სხდომაზე უნდა განიხლონ.

სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში უკვე ყველა პროექტს საბოლოო სახე მიეცა და მალე სამუშაოებიც დაიწყება. მანამდე კი, როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშნა, ამ საკითხებზე საკრებულოს შესაბამის კომისიაში იმსჯელებენ.

საკრებულოს მორიგი სხდომა 8 მაისს გაიმართება.

სკრინინგ-ცენტრი ლანჩხუთში დაფუძნდება

თბილისის მუნიციპალიტეტისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის თანადაფინანსებით 2008 წლიდან საქართველოში მოქმედებს სკრინინგის პროგრამა, რომელსაც საქართველოს პირველი ლედი სანდრა (ელისაბედ) რულოვსი პატრონაჟობს. ცენტრის დირექტორია პროფესორი რემა ღვამიჩავა.

ვრცლად: სკრინინგ-ცენტრი ლანჩხუთში დაფუძნდება

გვიმბალაურში „სოკარის“ ბენზინგასამართი სადგური გაიხსნა

ბენზინგასამართი სადგურის გახსნას ესწრებოდნენ: „სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი მაირ მამედოვი, აზერბაიჯანის პარლამენტის დეპუტატი და „აზერქიმიის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე მუხტარ ბაბაევი, „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ დირექტორი დავით ზუბიტაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირები: რევაზ ჩიტიძე და გიორგი გოგუაძე, ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები.

ვრცლად: გვიმბალაურში „სოკარის“ ბენზინგასამართი სადგური გაიხსნა

კუპიშკისის მერი იანუს იარუტისი ლანჩხუთში


ლიტვის ქალაქ კუპიშკისის მერი იანუს იარუტისი  საკრებულოს თავმჯდომარე რევაზ ჩიტიძეს და მუნიციპალიტეტის გამგებელს გიორგი გოგუაძეს შეხვდა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრეს.

ვრცლად: კუპიშკისის მერი იანუს იარუტისი ლანჩხუთში

ქვეკატეგორიები

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია