20 | 01 | 2019

სკრინინგ-ცენტრი ლანჩხუთში დაფუძნდება

თბილისის მუნიციპალიტეტისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის თანადაფინანსებით 2008 წლიდან საქართველოში მოქმედებს სკრინინგის პროგრამა, რომელსაც საქართველოს პირველი ლედი სანდრა (ელისაბედ) რულოვსი პატრონაჟობს. ცენტრის დირექტორია პროფესორი რემა ღვამიჩავა.

ვრცლად: სკრინინგ-ცენტრი ლანჩხუთში დაფუძნდება

გვიმბალაურში „სოკარის“ ბენზინგასამართი სადგური გაიხსნა

ბენზინგასამართი სადგურის გახსნას ესწრებოდნენ: „სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი მაირ მამედოვი, აზერბაიჯანის პარლამენტის დეპუტატი და „აზერქიმიის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე მუხტარ ბაბაევი, „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ დირექტორი დავით ზუბიტაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირები: რევაზ ჩიტიძე და გიორგი გოგუაძე, ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები.

ვრცლად: გვიმბალაურში „სოკარის“ ბენზინგასამართი სადგური გაიხსნა

კუპიშკისის მერი იანუს იარუტისი ლანჩხუთში


ლიტვის ქალაქ კუპიშკისის მერი იანუს იარუტისი  საკრებულოს თავმჯდომარე რევაზ ჩიტიძეს და მუნიციპალიტეტის გამგებელს გიორგი გოგუაძეს შეხვდა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრეს.

ვრცლად: კუპიშკისის მერი იანუს იარუტისი ლანჩხუთში

გამარჯვებული 15 მაისს გამოვლინდება

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბის და დროშის) შესარჩევი კონკურსის კომისიაში ნამუშევრების ბოლო ვადა მიმდინარე წლის 30 აპრილის 18 საათი იყო.

კომისიის სხდომაზე აღინიშნა, რომ სულ შემოვიდა 7 კონვერტი შევიდა, რომელშიაც ნამუშევრებია მოთავსებული.

კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად აფხაზავამ კონვერტები დალუქა, დაილუქა ასევე რეგისტრაციის ჟურნალი, სადაც კომისიის მდივანი შემოსულ პროექტებს ატარებდა.

გამარჯვებული 15 მაისს გამოვლინდება.

მხიარულთა და საზრიანთა კლუბი ათწლიანი შესვენების შემდეგ დაბრუნდა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში მხიარულთა და საზირიანთა კლუბებს შორის შესარჩევი, შიდა რაიონული კონკურსი ჩატარდა, რომელშიაც ცხრა საჯარო სკოლის გუნდი მონაწილეობდა.

კონკურსის ორგანიზატორია მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური.

ვრცლად: მხიარულთა და საზრიანთა კლუბი ათწლიანი შესვენების შემდეგ დაბრუნდა

მობილური იურიდიული დახმარება სასურველ ადგილას


სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი ხათუნა კალმახელიძე ჩიბათისა და ნიგვზიანის მოსახლეობას შეხვდა. მინისტრს თან ახლდნენ რწმუნებულ-გუბერნატორი ვალერი ჩიტაიშვილი, მაჟორიტარი დეპუტატი გია გოგუაძე, საკრებულოს თავმჯდომარე რევაზ ჩიტიძე, გამგებელი გიორგი გოგუაძე, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

ვრცლად: მობილური იურიდიული დახმარება სასურველ ადგილას

ქვეკატეგორიები

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია