22 | 09 | 2019

შეხვედრა სოფლის მეურნეობის სამინისტროში

 

მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე გიორგი ჭყონია, აგრო-ბიზნეს ცენტრ „ლანჩხუთის“ დირექტორი, გელა ზოიძე და მუნიციპალიტეტში არსებული ამხანაგობების წარმომადგენლები თბილისში ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ შეხვედრას.

ვრცლად: შეხვედრა სოფლის მეურნეობის სამინისტროში

ლანჩხუთში დასუფთავების ფართომასშტაბიანი აქცია გაიმართება

 

„დავასუფთაოთ მსოფლიო“ ამ აქციის ფარგლებში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ფართომასშტაბიანი აქცია გაიმართება. სწორედ ამ საკითხებს მიეძღვნა 12 სექტემბერს მუნიციპალიტეტის გამგებლის, გიორგი გოგუაძის თათბირი სამსახურების ხელმძღვანელებთან.

16, 17, 18 სექტემბერს მთელ მსოფლიოში მოხალისეების მიერ ტარდება გარემოსდაცვითი კამპანიადავასუფთაოთ მსოფლიო” (Clean Up the World), რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 1992 წელს, გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ინიციატივით და მასში დღეისათვის მონაწილეობს 120 ქვეყანა.

ვრცლად: ლანჩხუთში დასუფთავების ფართომასშტაბიანი აქცია გაიმართება

ჩიბათში ევროსტანდარტების შესაფერისი სკოლა აშენდება

ახალი შენობის მშენებლობა რამდენიმე დღეში დაიწყება, ამის გამო სასწავლო პროცესი არა სკოლაში, არამედ სხვა შენობაში განახლდება.

სარემონტო სამუშაოები მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, რევაზ ჩიტიძემ და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა სოსო ჩხაიძემ მოინახულეს.

ვრცლად: ჩიბათში ევროსტანდარტების შესაფერისი სკოლა აშენდება

დანიელებმა კარგი შეფასება მისცეს

 

ლანჩხუთში სახალისო ფეხბურთის ეგიდით სპორტული შეჯიბრებები გაიმართა.

ღონისძიების მიმდინარეობას მეორე დღეს პროექტის ორგანიზატორები, დანიის წარმომადგენლები გაეცნენ.

სტუმრებმა თან ახლდათ ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები ვალერი ჩოლარია და ბადრი ქარქაშაძე. ისინი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელს გიორგი გოგუაძეს შეხვდნენ და შთაბეჭდილებები გაუზიარეს.

ვრცლად: დანიელებმა კარგი შეფასება მისცეს

ლამაზი გარემო პატარებისთვის

 

15 სექტემბერს სკოლამდელ სააღმზრდელო ჯგუფებში მეცადინეობა განახლდება. ჩიბათის ტერიტორიულ ერთეულში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით სკოლამდელი სააღმზრდელო ჯგუფის შენობის კაპიტალური შეკეთება სრულდება. სამუშაოებს (ამისთვის გამოყოფილია 43332 ლარი) ახორციელებს ინდმეწარმე ელგუჯა ზენაიშვილი.

ვრცლად: ლამაზი გარემო პატარებისთვის

წარმატებით გამოცდებჩაბარებულ დირექტორებს სერტიფიკატები გადასცეს

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტიდან 4 მოქმედმა დირექტორმა (გოჩა ებრალიძე, მამათის საჯარო სკოლა, ამირან დობორჯგინიძე _ ნიგვზიანი; ბიძინა კვაჭაძე _ ჯურუყვეთი; ვასილ გიგინეიშვილი _ ეწერი) და 2 მასწავლებელმა (ხათუნა აფხაზავა _ ნიგვზიანის საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი; ანდრო ქინქლაძე _ ქუთაისის №21 საჯარო სკოლის ისტორია-სამართალმცოდნეობის მასწავლებელი) წარმატებით ჩააბარეს საჯარო სკოლის დირექტორობის უფლების მოსაპოვებელი გამოცდა.

ვრცლად: წარმატებით გამოცდებჩაბარებულ დირექტორებს სერტიფიკატები გადასცეს

ქვეკატეგორიები

  • განცხადება

     

    2013  წლის 24 ოქტომბერს  10 საათზე გაიმართება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა.

     

  • ლანჩხუთში სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ


    22 იანვარს ლანჩხუთში სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. შეხვედრას ესწრებოდნენ გამგეობის შესაბამისი სამსახურები, ასევე სოფლის ლანჩხუთში 21 მრავალშვილიანი ოჯახი სოციალურ დახმარებას იღებს

     

    საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 2014 წლის პირველი ივნისიდან საქართველოში დაბადებულ და საქართველოს მოქალაქეობის მქონე მესამე და შემდეგ შვილზე ბუნებრივი მატების არმქონე რეგიონებში მცხოვრები ოჯახები ყოველთვიურად ფულად დახმარებას იღებენ.

    გურია იმ რეგიონთა სიაში მოხვდა, სადაც შობადობა გარდაცვალებაზე ნაკლებია, შესაბამისად, აღნიშნული დახმარება აქ მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებსაც გაეწიათ.

    სოციალური მომსახურების სააგენტოს ლანჩხუთის განყოფილების უფროსის, მაკა გოგიჩაიშვილის თქმით, ლანჩხუთში მესამე და შემდეგ ბავშვზე ყოველთვიურ დახმარებას, 150 ლარის ოდენობით, ამ ეტაპზე 21 ოჯახი იღებს, თუმცა განცხადებების მიღება გრძელდება და ეს რიცხვიც გაიზრდება:

    - იმისათვის, რომ ოჯახმა სახელმწიფო დახმარება მიიღოს, აუცილებელია განყოფილებაში წარმოადგინოს მშობლების პირადობისა და ბავშვების დაბადების მოწმობები. ერთ-ერთი მშობელი ადგილზევე შეავსებს განცხადების ფორმას, რის შემდეგაც მის სახელზე „ლიბერთი ბანკში“ გაიხსნება ანგარიში, რომელზედაც ყოველთვიურად დაერიცხება თანხა, - გვითხრა განყოფილების უფროსმა.

    მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ აგენტის მიერ ოჯახის ზედიზედ ორჯერ შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ოჯახი არ ცხოვრობს მითითებულ მისამართზე, მას დახმარება ავტომატურად ეხსნება.

    როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ ეტაპზე ყოველთვიურ დახმარებას 150 ლარის ოდენობით, ლანჩხუთში 21 მრავალშვილიანი ოჯახი იღებს.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია