24 | 06 | 2017

ავთანდილ თურქიას საუკეთესო ლოტბარის წოდება მიენიჭა

თბილისის კონსერვატორიის დიდ დარბაზში გამართულ საქართველოს საგუნდო საზოგადოების მე-3 ეროვნულ კონკურსზე ლანჩხუთის, ხუხუნაიშვილების სახელობის სიმღერა-გალობის სკოლამ პირველი ადგილი და ოქროს მედალი მოიპოვა. სკოლის ხელმძღვანელს, ავთანდილ თურქიას კი საუკეთესო ლოტბარის წოდება მიენიჭა. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა ულოცავს ავთანდილ თურქიას საუკეთესო ლოტბარის წოდებას და წარმატებებს უსურვებს!
ლანჩხუთის კულტურის ცენტრში ფოლკლორის ორი ჯგუფია, სადაც გაერთიანებულია 55-მდე ახალი თაობის წარმომადგენელი.
სწავლა უფასოა. სკოლის მთავარი ლოტბარი ავთანდილ თურქიაა, ხოლო პედაგოგი მერაბ თურქია გახლავთ.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.

კიდევ ერთი შეხვედრა „აზიურ ფაროსანასთან“ დაკავშირებით.

დღეს ადმინისტრაციული შენობის სხდომა დარბაზში „აზიურ ფაროსანას“ საწინააღმდეგო შეწამვლასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ განემარტა მავნებლის საწინააღმდეგო ბრძოლის მეთოდისა და წამლის შესახებ. 
„-კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ეს არის ყველაზე ეფექტური და ძლიერ მოქმედი პრეპარატი. პრეპარატს გავლილი აქვს ეკოტოქსიკოლოგიური კვლევები. ზღვარი გადის რისკსა და სარგებელს შორის, თუკი უსაფრთხოების ყველა ნორმა იქნება დაცული პრეპარატი სარგებელს მოგვიტანს. საქართველოში ფაროსანას უკვე 30-ზე მეტი სახეობა დაფიქსირდა“- აღნიშნეს სპეციალისტებმა სიტყვით გამოსვლისას.
მავნებლის საწინააღმდეგო წამლობა დღეს უკვე დაიწყო ოზურგეთში. წამლობა ბიფეტრინის ჯგუფის პრეპარატით ჩატარდება, მოსახლეობას ჰექტარ-ნახევარს სახელმწიფო საკუთარი სახსრებით შეუწამლავს, 5 ჰა-მდე მიწის მფლობელს პრეპარატი უსასყიდლოდ გადაეცემა. სამუშაოების სტანდარტების დაცვით ჩატარების შემთხვევაში შინაურ ცხოველებსა და ფუტკარს საფრთხე არ შეექმნება. 
ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები (USAID) საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAP) მხარდაჭერით ხორციელდება.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სტუმრებმა ადგილობრივების დასმულ ყველა შეკითხვას ამომწურავი პასუხი გასცეს.

ღონისძიებას სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ზურაბ ჩეკურიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგნელები ესწრებოდნენ.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.

მის ლანჩხუთი 2017 ანი ორაგველიძე გახდა

11 ივნისს სტუდია „ფავორიტისა“ და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით „მის ლანჩხუთი - 2017“ გამოვლინდა.
მის ლანჩხუთი - 2017 ტიტული ანი ორაგვლეიძემ მოიპოვა; ვიცე მის ლაჩხუთი - 2017 - ქეთი ურუშაძე, ხოლო მის მოდელი _ ნინო დოლიძე, მის მეგობრობა - თაკო თავდგირიძე გახდა;
ანი ორაგველიძეს საჩუქრები და პრიზები მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ თავად გადასცა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.

მე-4 კლასი პირველ მასწავლებელს დაემშვიდობა

დღეს ლანჩხუთის №1 საჯარო სკოლის მე-4 კლასმა დამამთავრებელი ღონისძიება გამართა. 
თვალხატულა გოგო-ბიჭები პირველ მასწავლებელს მარიკა იმნაძეს დაემშვიდობნენ.

მთელი ამ წლების განმავლობაში ქალბატონი მარიკა რუდუნებით მუშაობდა თითოეულ ბავშვთან, მათი თანამოაზრე და გულწრფელი გულშემატკივარი იყო.

რასაკვირველია იყო ძალიან ბევრი მოგონება, ბავშვებმა გაიხსენეს ერთად გატარებული 4 წელი, მათ მიერ გამოშვებული პირველი გაზეთი, მეგობრების წარმატება, გივიკო ზოიძის არაერთი დასამახსოვრებელი ასპარეზობა ჭადრაკში, ქრისტინე ბოლქვაძის წიგნის პრეზენტაცია, რომელიც მხარეთმცოდნეობის მუზერუმში გაიმართა, ანანო წილოსანის მათემატიკის ევერესტის ტურში გამარჯვება, სხვადასხვა საგნობრივ ოლიმპიადაში მოსწავლეების წარმატებული მონაწილეობა და ა.შ.

ეს ის წლებია, ბავშვები მეგობრობას , ერთ გუნდანდ შეკვრას, ერთნანეთის სიხარულისა და წარმატების გაზიარებას სწავლობენ.

ღონისძიებას საკრებულოს სოციალურ საკითხთა, განთლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ია ჩხაიძე დაესწრო.

როგორც მოსალოდნელი იყო შემაჯამებელი ღონისძიება ემოციური გამოდგა. ღონიძიებას ბოლომდე გასდევდა სამშობლოს, მოყვავის, დედა ენის სიყვარული.

მათ მიერ შესრულებულმა ლიტერატურულმა, მუსიკალურმა კომპოზიციამ, ტრადიციულმა ხალხურმა ცეკვებმა მაყურებლის მოწონება და ოვაციები დაიმსახურა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო-(ი)ს ფოტო.

საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, რომელსაც თავმჯდომარე გიორგი ხელაძე უძღვებოდა, დღის წესრიგით განსაზღვრული ორი საკითხი განიხლეს.

საკრებულომ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო საკითხზე , „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 დეკემბრის N30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თობაზე“ .

,, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებებისთვის გამოყოფილია და 2017 წლის ბიუჯეტში გრანტის სახით ასახულია 21 5 784 ლარი. შესაბამის სამინისტროებთან სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე მიზანშეწონილია აღნიშნული ღონისძიება განხორციელდეს ა(ა)იპ საგარეო-ეკონომიკური კავშირურთიერთობების ინვესტიციების, ტრანსპორტის, ტურიზმის და მეწარმეობის განვითარების ცენტრის მეშვეობით, რისთვისაც გადაეცეს 215 784 ლარი სუბსიდიის სახით“, განმარტა საკითხის წარმდგენმა, გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, როლანდ ლაშხიამ.

საკრებულომ დაამტკიცა განკარგულება, „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მიერ გრანტის მიღების და შესაბამისი პროცედურების განხორციელებაზე გამგებლისთვის თანხმობის მიცემის შესახებ“ .

საკითხი, გამგებლის მოადგილემ, ნუგზარ ცინცაძემ წარადგინა: ,,ევროკავშირის საგრანტო კუნკურსის ,,მონაწილეობითი CHARRETTE გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისთვის ფარგლებში, რომელშიც ჩართულია გურიის ოთხივე მუნიციპალიტეტი, გრანტის სახით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს გამოეყო 14 748 ევრო. იმისათვის რომ გრანტი მიიღოს მუნიციპალიტეტმა, აუცილებელია მთავრობის ნებართვა. საკითხის მთავრობის სხდომაზე განხილვის შემდეგ მოხდბა ამ თანხის მიღება“.

პროექტის შესახებ დეტალურად ისაუბრა და აღნიშნული საკითხის ირგვლივ დეპუტატების შეკითხვებს პასუხობდა ,,ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის“ პროექტების კოორდინატორი ლევან მჟავანაძე.

პროექტის განხორციელებაში გურიის ოთხივე მუნციპალიტეტთან ერთად ჩართული იყო არასამთავრობო ორგანიზაციები, ,,სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი“ და ,,ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი“.

,,პროექტის ფარგლებში შემუშავდა სპეციალური მონაცენთა ბაზა, რომელზეც არის დატანილი ყველა მნიშვნელოვანი ტურისტული ობიექტი, რომელიც ტურისტისთვის შეიძლება საინტერესო იყოს. მაგალითად ისტორიული, არქიტექტურული ობიექტები, ინფორამცია სასტუმროების, სპორტული კომპლექსების თუ სხვა მომსახურების სერვისების შესახებ. შექმნილია ასევე ქართული და ინგლისურ ენოვანი მობილური აპლიკაცია - (დამუსავების პროცესშია რუსულენოვანი აპლიკაცია) ,,რა ყოფილა გურია“, რომელიც ივლისიდან ამოქმედდება. აპლიკაციის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება გურიის ტურისტული ინფორმაციის მოძიება. ზაფხულში გაიმართება ფესტივალი, ე. წ ,,CHARRETTE” , სადაც სხვადასხვა ექსპერტები იქნებიან მოწვეულები, რომლებიც დამატებითი ინფორმაციას დაამუშავებენ გურიის ტურისტული პოტენციალის შესახებ“, აღნიშნა ლევან მჟავანაძემ.

განკარგულების მიღებით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ჩართულობით განხორციელდება პროექტი, რის შედეგადაც შემუშავდება გურიის ტურიზმის განვითარების სტარატეგიული გეგმა, რომელიც დაეფუძვნება ინფორმაციის გამჭვირვალობას, მოქალაქეთა ჩართულობას გადაწყვეტილების მიღებაში, რაც გამოიწვევს ბიზნეს სექტორში ინვესტირების სტიმულირებას და ზოგადად, გურიის ტურიზმის სექტორის განვითარებას. ყოველივე ეს მოახდენს გურიის რეგიონის, როგორც ტურისტული ადგილის და რეგიონში ტურიზმის ინვესტირების შესაძლებლობის პოპულარიზებას, როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე.

გამგებელი ნიგოითის მოსახლეობას შეხვდა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ ნიგოითის ადმინისტრაციული ერთეულის მცხოვრებთ ახალი წარმომადგენელი, ზაზა წულაძე, წარუდგინა.
გამგებელმა სოფელში ჩატარებული და განხორცილებული პროექტების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში ნიგოითში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 1 397 338 ლარი დაიხარჯა. მოხდა წყლის სისტემის რეაბილიტაცია, მოეწყო გარე განათება, მოეწყო ხიდები და მილხიდები, სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში ჩატარდა ნაპირსამაგრი სამუშაოები, რამდენიმე ხიდს ჩაუტარდა რეაბილიტაცია, გაიწმინდა სანიაღვრე არხები და ა.შ. რაც შეეხება სხვადასხვა სახის სოციალურ პროგრამებს ამ კუთხით, 89 946 ლარია ბოლო სამ წელში დახარჯული (თირკმლის ქრონიკული უკმარისობით დაავადებულთა სამედიცინო დაწესებულებაში ტრანსპორტირება, სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და მე-2 მსოფლიო ომი მონაწილეთა დახმარების პროგრამა და ა.შ.) გარდა ამისა, სოფელ ჩოლობარგში დაწყებულია საბავშვო ბაღის მშენებლობა, რომელიც აგვისტოს ბოლოს დასრულდება. სოფლის მოსახლეობას 2017-2018 სასწავლო წლისთვის ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი ექნება. პროექტის ღირებულება 363 326 ლარს შეადგენს. ნიგოითის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარეობს გაზის მიერთების სამუშაოები. 5-ვე სოფელში ბუნებრივი გაზის შეყვანა სექტემბრის ბოლოს დასრულდება.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. 
გამგებელი ნიგოითში ასევე სოციალურად დაუცველ ნინო გორგილაძისა და რომან თაბაგარის ოჯახებს ეწვია. თაბაგარის ოჯახში 7 ბავშვი იზრდება. მუნიციპალიტეტის გამგებელმა მათ ტკბილეული და სხვადსხვა სახის სურსათი გაადასცა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.

ქვეკატეგორიები

საჯარო ინფორმაცია