19 | 08 | 2018

ტრადიციული თათბირი მერთან

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერთან, ალექსანდრე სარიშვილთან მერიის სამსახურების უფროსების თათბირი გაიმართა. თათბირზე ალექსანდრე სარიშვილმა მოისმინა ახალი ინფორმაციები. განიხილეს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები. აღინიშნა, რომ დაგეგმილია ჯიხეთის მონასტრისკენ მიმავალი გზის სარემონტო სამუშაოები; ბავშვთა საფეხბურთო სკოლის რეაბილიტაცია; აკეთში, აცანაში, მამათში, ჩიბათში, ნინოშვილში, ნიგვზიანსა და სუფსაში სანიაღვრე არხების, რკინა-ბეტონისა და ასფალტო-ბეტონინს საფარის მოწყობა. ასევე მერმა მოისმინა კულტურის სამსახურის უფროსის ინფორმაციაც განსახორციელებელ კულტურულ ღონისძიებებზე, მათ შორის, იმაზეც, რომ 15 ივლისს ლანჩხუთი კვლავ უმასპინძლებს "ცოცხალ წიგნებს" და შეხვედრა ნინოშვილის მუზეუმში შედგება. მერმა თითოეული სამსახურის უფროსს დაავალა მაქსიმალურად ყურადღებით მოეკიდონ დაკისრებულ მოვალეობას.


კომისიამ ორი განცხადება დააკმაყოფილა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის მძიმე საცხოვრებელ პირობებში, უბედური შემთხვევისა და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის ერთჯერადი დახმარების პროგრამის ფარგლებში ერთჯერადი დახმარების გამცემი კომისიის სხდომა დღეს შედგა. კომისიას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე სარიშვილი ხელმძღვანელობს. კომისიის წევრებმა დახმარების მისაღებად შემოსული თითოეული განცხადება განიხილეს. საბოლოოდ, გადაწყდა დაკმაყოფილდეს ორი მოქალაქის განცხადება.


ეგნატე ნინოშვილის სახლ-მუზეუმი ამჯერად უკვე ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტს, "ცოცხალი წიგნები" უმასპინძლებს

15 ივლისს, 17 საათზე, ეგნატე ნინოშვილის სახლ-მუზეუმი ამჯერად უკვე ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტს, "ცოცხალი წიგნები" უმასპინძლებს. ქართველი მწერლებისა და პოეტების ლანჩხუთში ვიზიტი უკვე მეოთხედ შედგება. ამჯერად "ცოცხალი წიგნები" წელს ასე იქნება წარმოდგენილი: პროექტის ხელმძღვანლი ქეთი დუმბაძე და ავტორთა ჯგუფი: 1. ვასილ ბესელია 2. გიორგი ლობჟანიძე 3.ნათია როსტიაშვილი 4. რობერტ მესხი 5.ნატა ვარადა 6.გიორგი კაკაბაძე 7. მარიამ წიკლაური 8. ნანა დევიძე 9. ვლადას ბრაზიუნასი მეუღლით 11. ნატალია ტროხიმი 12.ცირა ბარბაქაძე 13. ლელა ცუცქირიძე შეხვედრებს ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩიც დაესწრება. შეგახსენებთ, რომ შეხვედრა შედგება 15 ივლისს, 17 საათზე, ეგნატე ნინოშვილის სახლ-მუზეუმში.


ტრადიციული მიღება მერთან

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა მოქალაქეები მიიღო. მერთან მიღებაზე მოსულმა ადამიანებმა პირადი პრობლემების შესახებ ისაუბრეს. რამდენიმე მათგანს სოციალური დახმარების მიღება სურდა. მათ განემარტათ, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამებით, შეეძლებათ მედიკამენტების შეძენა. ასევე, მიეწოდათ ინფორმაცია, თუ რა სახის საბუთების წარმოდგენაა ამისთვის საჭირო. მიღებაზე მყოფ ადამიანებს ალექსანდრე სარიშვილი შეძლებისდაგვარად, დახმარებას დაპირდა.


ოზურგეთის თეატრი 150 წლისაა

ნოდარ დუმბაძის მეორე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალი, რომელიც წელს ნოდარ დუმბაძის დაბადებიდან 90 და ოზურგეთის თეატრის დაარსებიდან 150 წელს ეძღვნება, 5 ივლისს გაიხსნა ოზურგეთში ოზურგეთის თეატრის 150 წლისთავისადმი მიძღვნილი სპექტაკლით ,,მონატრება“, რომლის რეჟისორი ვასილ ჩიგოგიძეა. ფესტივალი 14 ივლისის ჩათვლით გასტანს. წარმოდგენები ჩოხატაურის ხელოვნების სასახლეში გაიმართება, ვინაიდან ოზურგეთის თეატრში ფონდი „ქართუ“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. ფესტივალში წელს 13 პროფესიული თეატრი მონაწილეობს, მათ შორის 3 უცხოური დასი აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან. „მონატრება“ საგანგებოდ ფესტივალისთვის დადგმული სპექტაკლია, რომელიც ნოდარ დუმბაძის რამდენიმე ნაწარმოებს აერთიანებს. ფესტივალის დამფუძნებელია საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინსიტრო ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრთან ერთად, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები. ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო ფესტივალი 2016 წელს დაარსდა და ის ორ წელიწადში ერთხელ იმართება. ფესტივალის გახსნის საზეიმო ცერემონიას კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ გიორგაძე, გურიის მხარის გუბერნატორი, მერაბ ჭანუყვაძე, ოზურგეთის მერის მოადგილეები, ალექსანდრე სურგულაძე, ირაკლი სირაძე და ოსიკო თოთიბაძე, ნოდარ დუმბაძის ქალიშვილი, ქეთი დუმბაძე, საქართველოს თეატრალური საზოგადოებისა და უცხოური დელეგაციის წარმომადგენლები დაესწრნენ. ფესტივალზე დაესწრნენ ასევე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე სარიშვილი, მერის პირველი მოადგილე, გიორგი ფაცურია, მერიის კულტურის სამსახურის უფროსი ია ჩხაიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ვლადიმერ ნანაძე. თეატრის თაღებში გაიხსნა ოზურგეთის თეატრის სახელობითი ვარსკვლავი. გაიმართა ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის, ლაშა ჩხარტიშვილის წიგნის „ოზურგეთის თეატრი 150“ პრეზენტაცია. ნოდარ დუმბაძის სახელობის II საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ათი დღის განმავლობაში გაგრძელდება.


ბესიკ ტაბიძემ ბიუროს წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ბესიკ ტაბიძემ ბიუროს წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე ინფრასტრუქტურის კუთხით არსებული პრობლემებზე იმსჯელეს.


ქვეკატეგორიები

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია