24 | 08 | 2017

დამონტაჟდა სკამები

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის წინ მდებარე სკვერში, შადრევანთან ახლოს ინფრასტრუქტურის სამსახურის მიერ დამონტაჟდა სკამები.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.

18 მედალოსანი ლანჩხუთიდან

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში ლანჩხუთის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებს მედლები გადაეცათ. დაჯილდოებას რესურს ცენტრის ხელმძღვანელ ნინო ჩიტაძესთან ერთად გამგებლის პირველი მოადგილე ნუგზარ ცინცაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ხელაძე და საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ია ჩხაიძე ესწრებოდნენ. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს სულ 18 მედალოსანი ჰყავს, აქედან 14 ოქროსმედალოსანია, ხოლო 4 - ვერცხლის. ოქროს მედლები გადაეცათ: მარიამ ქინქლაძეს, ნინო ანთაძეს, ნიკა დოლიძეს, რევაზ დოლიძეს, (პირველი საჯარო სკოლა); ანა ჩიკაშუას (მეორე საჯარო სკოლა); თათია წილოსანს, ნანა მიქელაძეს, ანი კვირკველიას (მესამე საჯარო სკოლა); მარიამ იმნაძეს, ირაკლი კუკულაძეს, თორნიკე სულაბერიძეს, რატი ურუმაშვილს (ჩიბათის საჯარო სკოლა); მედეა დოლიძეს, მარიამ ორაგველიძეს (შუხუთის საჯარო სკოლა). ვერცხლის მედალოსნები გახდნენ: მარია ზარიძე (პირველი საჯარო სკოლა); ნინო ყურუა, დავით ჩხაიძე (სასულიერო გიმნაზია); ერეკლე ჩხაიძე (აცანის საჯარო სკოლა). ახალგაზრდებს მედლები მიულოცეს და შემდგომი წარმატებები უსურვეს ქალბატონებმა; ია ჩხაიძემ და ნინო ჩიტაძემ და ბატონებმა: ნუგზარ ცინცაძემ და გიორგი ხელაძემ.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.

სოფელ ნიგოეთის აღსაზრდელები ახალ საბავშვო ბაღში ივლიან

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო საქართველო მასშტაბით 87 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციის ძირითადი ნაწილის დასრულებას ახალ სასწავლო წლისათვის გეგმავს.კიდევ ერთი თანამედროვე, ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა სრულდება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოეთში. სამუშაოებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 400 000 ლარზე მეტი დაიხარჯა. შესრულებული სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ, გურიის გუბერნატორთან გია სალუქვაძესთან და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელთან ზაზა ურუშაძესთან ერთად დაათვალიერა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შიდა სარემონტო და მოპირკეთების სამუშაოები. სოფელში საბავშვო ბაღის შენობა არ არსებობდა და მშობლებს დიდი მანძილით დაშორებულ მეზობელ სოფელში უწევდათ ამორტიზებულ ბაღში პატარების წაყვანა. ახალი სასწავლო წლიდან, თანამედროვე საბავშვო ბაღში ორივე სოფლის აღსაზრდელები ივლიან.

გურიის მხარე-(ი)ს ფოტო.

კომისიამ მიმდინარე საკითხები განიხილა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის სხდომაზე, სხდომის თავმჯდომარემ, გიორგი ჩახვაძემ დღის წესრიგით განსაზღვრული საკითები კომისიის წევრებთან ერთად განიხილა.

მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის შესახებ გამგებლის მოადგილემ, ნუგაზრ ცინცაძემ გააკეთა განმარტებები. როგორც მან აღნიშნა, პროექტის ხანგრძლივობა ხუთ წელს შეადგენს და მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულს მოიცავს.

კომისიამ განიხილა საკითხი, რომელიც ქონების საპრივატიზაციო ნუსხასა და გეგმაში განსახორციელებელ ცვლილებას ეხება, რომელიც განპირობებულია გეგმაში 5 საპრივატიზებო ობიექტის დამატებით. კერძოდ, გეგმაში ემატება გვიმბალაურის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე 2 თავისუფალი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ყოფილი არასრული საშუალო სკოლის შენობა-ნაგებობა მიწით. მამათის ადმინისტრაციულ ერთეულში ყოფილი უნივერმაღის შენობა-ნაგებობა და აკეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე დაუმთავრებელი შენობა- ნაგებობა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო-(ი)ს ფოტო.

საჩუქრად ნოთბუკი გადასცეს

გუშინ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ და ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნინო წილოსანმა ა(ა)იპ "პროგრესის ვექტორს" საჩუქრად ნოთბუკი გადასცეს.
შეგახსენებთ, რომ სულ რამდენიმე ხნის წინ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ გაითვალისწინა "პროგრესის ვექტორის" თხოვნა და შშმ პირებისთვის გაარემონტა ოთახი, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს შეეძლებათ შეკრება, სამომავლოდ საინტერესო შეხვედრების დაგეგმვა, იდეების განხორციელება, პროექტების დაწერა და ა.შ.
- დიდი მადლობა მინდა გადავიხადო როგორც ადგილობრივ ხელისუფლებას და კონრეტულად, ბატონ ზაზა ურუშაძეს, ასევე ქალბატონ ნინო წილოსანს. ეს ხალხი მუდამ იმას ცდილობს, რომ ჩვენი პროექტები როგორმე განხორციელდეს და რაც მთავარია, გვქონდეს ადაპტირებული გარემო, - აღნიშნა "პროგრესის ვექტორის" ხელმძღვანელმა, მარიამ ნუცუბიძემ.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.

გურიის ტურიზმის ფესტივალი ლანჩხუთში

23 ივლისს გურიის ტურიზმის ფესტივალმა სტარტი ლანჩხუთით აიღო. ლანჩხუთში მოეწყო მუნიციპალიტეტში არსებული ტურისტული ობიექტების, მუზეუმების, ხელნაკეთი ნივთების, ადგილობრივი წარმოების ნიმუშების გამოფენა. გაიმართა ლანჩხუთის კულტურის ცენტრთან არსებული ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი .
გურიის ტურიზმის ფესტივალი იმართება პროექტის „მონაწილეობითი პრინციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისათვის“ – ფარგლებში. 3 წლიანი პროექტის მიზანია გურიის რეგიონში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა. პროექტს ურთიერთანამშრომლობით ახორციელებენ ოზურგეთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები, ქ. ოზურგეთის მერია, საზოგადოებრივი ორგანიზაციები: ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.
ლანჩხუთში ღონისძიებას დაესწრნენ ადგილობრივი მოსახლეობა, გურიაში მყოფი ტურისტები, სფეროს ექსპერტები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები – მხარის გუბერნატორი გია სალუქვაძე, მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე, მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანი. მათ დამსწრე საზოგადოებას მიმართეს და გურიისთვის პროექტის მნიშვნელობასა და გურიის ტურისტულ პოტენციალზე ისაუბრეს.

რა ყოფილა გურია-(ი)ს ფოტო.

ქვეკატეგორიები

საჯარო ინფორმაცია