19 | 12 | 2017

თანაგრძნობა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია-ს ფოტო.

 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს აჭარაში, სასტუმრო ,,ლეო გრანდში“ დატრიალებული ტრაგედიის გამო, რომელსაც 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
„- ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და ახლობლებს“- აცხადებს ლანჩხუთის მერი.

 

„ნუგზარი და მეფისტოფელი“ კულტურის ცენტრში

24 ნოემბერს ლანჩხუთის კულტურის ცენტრში ლაშა ბუღაძის პიესის მიხედვით შექმნილი სპექტაკლი „ნუგზარი და მეფისტოფელი“ დაიდგა. რეჟისორი დავით წერეთელი გახლავთ. ეგნატე ნინოშვილის სახელობის სახალხო თეატრმა ლანჩხუთელ მაყურებელს კიდევ ერთი ლამაზი საღამო აჩუქა. სპექტაკლს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია-ს ფოტო.

2018 ბიუჯეტთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა. ძირითად საკითხს საკრებულოს კომისიების შემადგენლობებისა და დებულებების დამტკიცება წარმოადგენდა, აღნიშნულთან დაკავშირებით საკრებულოს დადგენილების მისაღებად ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. ასევე სხდომაზე გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო და მუნიციპალური შესყიდვების სამსახურის უფროსმა როლანდ ლაშხიამ „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ისაუბრა, მომავალი წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია-ს ფოტო.

საკრებულოს თავმჯდომარემ,მოქალაქეთა მიღების დღე დააწესა

საკრებულოს თავმჯდომარემ, ბესიკ ტაბიძემ მოქალაქეთა მიღების დღე დააწესა. ის მოქალაქეებს ყოველი კვირის სამშაბათს, 12 საათიდან მიიღებს.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო-ს ფოტო.

სადღესასწაულო წირვას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ

დღეს შუხუთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა შემოქმედელმა ეპისკოპოსმა იოსებმა ლანჩხუთში მოღვაწე მამებთან ერთად აღავლინა.
წირვას მრევლი მრვალად ესწრებოდა, რადგან გიორგობა სოფლის დღესასწაულად უკვე წლებია იქცა შუხუთში...
„-წმინდა გიორგის მოწამეობრივი ცხოვრება მაგალითია თითოეული ჩვენთაგანისთვის როგორ გავუძლოთ განსაცდელს... ეს სარწმუნეობისა და უფლის სიყვარულით განვლილი გზაა...“_აღნიშნა ქადაგებისას მეუფე იოსებმა და მრევლი დალოცა.
სადღესასწაულო წირვას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია-ს ფოტო.

პროფესიული კავშირის თავმჯდომარედ მაგული კუნჭულია აირჩიეს

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში, საჯარო მოხელეთა ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის პროფესიულ კავშირის სხდომა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ პროფკავშირის წევრები და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა: საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე, თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმერ ნანაძე, საქართველოს საჯარო მოხელეთა პროფკავშირების თავმჯდომარე ბატონი ნუგზარ ჭინჭარაული. სხდომას უძღვებოდა ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის პროფკავშირის წევრი ელენე იმნაძე. შეირჩა მდივანი ნონა ორაგველიძე-მიქელაძე. როლანდ ლაშხიამ შეაჯამა პროფკავშირის საქმიანობა. შეხვედრაზე ერთსულოვნად დასახელდა ქალბატონი მაგული კუნჭულიას კანდიდატურა, რომელიც ერთსულოვნად აირჩიეს ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის პროფესიული კავშირის თავმჯდომარედ. ქალბატონმა მაგულიმ დამსწრე საზოგადოებას ანგარიში წარუდგინა გასული ოთხი წლის მუშაობის მან აღნიშნა, რომ თითოეული თეთრი გამჭირვალედ დაიხარჯა. მაგული კუნჭულას თქმით, დაფინანსდა საჯარო მოხელეთა გადამზადება საკონკურსო საატესტაციო გამოცდებისათვის. ერთჯერადი დახმარება გაეწია დაახლოებით 65 წევრს. ლანჩხუთის საჯარო მოხელეთა პროფკავშირი ლაშისღელის, შუხუთისა და მაჩხვარეთის საბავშვო ბაღებს დაეხმარა ღონისძიებების მოწყობაში. დახმარება გაეწია ეგნატე ნინოშვილის სახელობის მუზეუმს.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია-ს ფოტო.

ქვეკატეგორიები

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა