23 | 10 | 2017

ქაჯვარაში 22 ოჯახია სოფლის ცენტრს მოწყვეტილი

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ნუგზარ ცინცაძე ჯურუყვეთში იმყოფებოდა. მეწყერის შედეგად კვაჭაძეების უბანში 4, ხოლო ქაჯვარაში 22 ოჯახია სოფლის ცენტრს მოწყვეტილი. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები.
გამგეობის შესაბამისი სამსახური ზარალს ითვლის.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართება მიმდინარე წლის 18 ოქტომბერს, 11:00 საათზე.

 

მძიმე კლიმატური პირობების გამო, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ბიუროს წევრებთან შეთანხმებით, მიიღო გადაწყვეტილება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს დაგეგმილი სხდომის გადადებასთან დაკავშირებით. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართება მიმდინარე წლის  18 ოქტომბერს, 11:00 საათზე.

მუნიციპალიტეტის სოფლებში ზარალის ზუსტი ოდენობის დათვლა მიმდინარეობს

გუშინ, გვიან ღამით სოფელ ხიდმაღალაზე მდინარე სუფსა ადიდდა და 20-მდე საკარმოდამო ნაკვეთი დატბორა. 22 ოჯახს კი სახურავი დაუზიანდა.
სტიქიის ზონაში გამგებლის პირველი მოადგილე ნუგზარ ცინცაძე შესაბამისი სამსახურების თანამშრომლებთან ერთად იმყოფებოდა.
თითქმის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში, განსაკუთრებით კი სუფსაში, დატბორილია საყანე ფართობები.
მუნიციპალიტეტის სოფლებში ზარალის ზუსტი ოდენობის დათვლა მიმდინარეობს.
ამ დროისთვის ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება ჩოჩხათის, მამათისა და ჩიბათის ადმინისტრაციულ ერთეულებს. როგორც „ენერგო პრო ჯორჯიას“ ადგილობრივ ფილიალში გვითხრეს, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.
საგანგებო შტაბი უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.

საფრთხე ექმნება საცხოვრებელ სახლებს

აცანის ადმინისტრაციულ ერთეულში 16 ოქტომბრის სტიქიამ მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია.
ალეკო ჩხაიძის და თორნიკე ჯიჯიეშვილის საცხოვრებელ სახლებთან ჩამოწლოლილია მეწყერი. საფრთხე ექმნება საცხოვრებელ სახლებს. მეწყერმა წაიღო სათავოს ნაგებობა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.

მიმდინარეობს ზარალის დათვლა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე ნუგზარ ცინცაძე ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსთან ერთად მაჩხვარეთში იმყოფებოდა.
სოფელ ორაგვეში დაზიანებულია გზა და დანგრეულია ნაპირსამაგრი.
შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები მუნიციპალიტეტის ყველა სოფელშია გასული. მიმდინარეობს ზარალის დათვლა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.

სტიქიამ სერიოზული პრობლემები შექმნა

ბოლო მონაცემებით ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში სტიქიამ სერიოზული პრობლემები შექმნა. შემთხვევის ადგილებზე გასულია შესაბამისი სამსახურები. მიმდინარეობს ზარალის დათვლა.
გამგეობაში შექმნილი საგანგებო შტაბი უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა-(ი)ს ფოტო.

ქვეკატეგორიები

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა