20 | 01 | 2019

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია/საკრებულო მცირე განმარტებას აკეთებენ:

 

გაზეთგურია თუდეის“ 10-12 სექტემბრის ნომერში (#128) გამოქვეყნდა სტატია სათაურით: „იყიდებაგურიაბაზით ორი წლით ას ლარად“, რაზედაც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია/საკრებულო მცირე განმარტებას აკეთებენ:

საქმე გვაქვს ფაქტების მიზანმიმართულ დამახინჯებასთან:

იურისტთა განმარტებით, კლუბი რომ არ იყიდება, დასტურდება არა მხოლოდ აუქციონის პირობებით, არამედ იმითაც, რომ www.eauction.ge-ზე განცხადება აუქციონის შესახებ გამოქვეყნებულია არაგაყიდვების“, არამედიჯარისველში, რაც გულისხმობს იმას, რომ საუბარია იჯარა-სარგებლობაზე.

საფეხბურთო კლუბის ინფრასტრუქტურით (სათამაშო მოედნით, ბაზებით - სავარჯიშო მოედნებით და ..) უზრუნველყოფა იქნება გამარჯვებული კომპანიის ერთ-ერთი ვალდებულებაა.

ხსენებული 100 ლარი არის ბიჯის ოდენობა. განვმარტავთ, რომ დაინტერესებულ პირს ელექტრონულ ვაჭრობაში მონაწილეობის მიღება შეუძლია მოწინააღმდეგის წინადადებაზე 100 ლარით მეტი ოდენობით.

2 ათასი ლარი კანონით დადგენილი ბეა, რომელიც წინპირობაა გამარჯვებული კომპანიის მიერ ხელშეკრულების გაფორმებისა, წინააღმდეგ შემთხვევაში ის კარგავს ბეს, ხოლო დამარცხებულს თანხა (ანუ ბე) უკან უბრუნდება.

გრიგოლეთის ბაზა, რომელზედაც ამდენს საუბრობენ, იყო და არის მუნიციპალიტეტის საკუთრება და ის წინამდებარე აუქციონით არანაირი ვალდებულებით არ იტვირთება, ანუ აუქციონში გამარჯვება ბაზაზე უფლების მოპოვებას არ ნიშნავს.

აუქციონის პირობაა არა მხოლოდ 40 ათასი ლარის შემოტანა, არამედ გამარჯვებულს აქვს სხვადასხვა ვალდებულება, მათ შორის, უპირველესია კლუბის სპონსორობა. თუნდაც ერთი ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია გამარჯვებულ პირს შეუწყვიტოს ხელშეკრულება.

ხელშეკრულების პირობებით ასევე გათვალისწინებულია, რომ კლუბის მართვისას განსახილველი ძირითადი საკითხები აუცილებლად უნდა შეუთანხმდეს მუნიციპალიტეტის მერს.

სამუშაო შეხვედრა მერთან

 

დღეს მუნიციპალიტეტის მერთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ალექსანდრე სარიშვილმა სამსახურის უფროსებთან ერთად განიხილა ყველა მნიშვნელოვანი საკითხი.

შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი ფაცურიამ აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება, მისი თქმით, მუნიციპალიტეტის 16-ვე ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ ყველა სოფელში დამონტაჟებულია ე.წ. „მოიზიდე და მოკალი“ სადგურები, სადაც ფერომონების მეშვეობით ხდება კონკრეტულ ლოკაციაზე მავნებლის მოზიდვა და ცივი შესხურების ტიპის დანადგარით აღჭურვილი სპეცტექნიკით წერტილოვანი შეწამვლითი სამუშაოები. აღნიშნული მეთოდით უკვე შეწამლულია 1657 ჰა. პარალელურად სოფლებში მიმდინარეობს მოსახლეობის საკარმიდამო ფართობების ნისლით დამუშავების მეექვსე ეტაპი, რომელიც მავნებლის გამოზამთრებამდე დაიწყება.

სამუშაო შეხვედრაზე მერმა ინფრასტრუქტურული პროექტებისა და სოციალური პროგრამების მიმდინარეობის შესახებ მიიღო ინფორმაცია.

მონიტორინგის ჯგუფის წევრებთან შეხვედრა გაიმართა

 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის სხდომათა დარბაზში, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული, მონიტორინგის ჯგუფის წევრები: მარინა გიორგობიანი (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ექიმი-ჰიგიენისტი, ტოქსიკოლოგი), ნანა ჩხაიძე (შრომის, მედიცინისა და სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ეპიდემიოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის დოქტორი), ნანა ჩიგოგიძე (კომპანია „სინჟენტას“ საკონსულტაციო სამსახურის უფროსი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი) საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სპეციალისტებს შეხვდნენ. 
შეხვედრაზე ისაუბრეს, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ, შხამ-ქიმიკატების გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემების შესწავლის, მათ შორის სანიტარულ- ჰიგიენური და ფიტოსანიტარული კუთხით. 
დამსწრეთა მხრიდან დაისვა შეკითხვები, რასაც სტუმრებმა ამომწურავი პასუხები გასცეს.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მერის წარმომადგნელები და საკრებულოს დეპუტატები.

შეხვედრამონიტორინგის ჯგუფის წევრებთან

 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის სხდომათა დარბაზში, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული, მონიტორინგის ჯგუფის წევრები: მარინა გიორგობიანი (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ექიმი-ჰიგიენისტი, ტოქსიკოლოგი), ნანა ჩხაიძე (შრომის, მედიცინისა და სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ეპიდემიოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის დოქტორი), ნანა ჩიგოგიძე (კომპანია „სინჟენტას“ საკონსულტაციო სამსახურის უფროსი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი) საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სპეციალისტებს შეხვდნენ. 
შეხვედრაზე ისაუბრეს, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ, შხამ-ქიმიკატების გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემების შესწავლის, მათ შორის სანიტარულ- ჰიგიენური და ფიტოსანიტარული კუთხით. 
დამსწრეთა მხრიდან დაისვა შეკითხვები, რასაც სტუმრებმა ამომწურავი პასუხები გასცეს.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მერის წარმომადგნელები და საკრებულოს დეპუტატები.

საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე კლუბ ,,გურიას " საკითზე იმსჯელეს

4 სექტემბერს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც თავმჯდომარე, ბესიკ ტაბიძე უძღვებოდა. საკრებულომ დაამტკიცა განკარგულება, „ა(ა)იპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფეხბურთო კლუბი - „ლანჩხუთის გურიას“ პირობებიანი აუქციონის ფორმით მართვის უფლებით გადაცემასა და აუქციონის პირობებზე მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ“ . როგორც სხდომაზე განმარტეს, საფეხბურთო კლუბი ,,ლანჩხუთის გურია“ მენეჯმენტის/მართვის უფლებით ერთი წლის ვადით გადაეცა შპს ..ლაიონს ბილდინგ დეველოპმენტს“ . წარმოდგენილ საკითხს საკრებულომ მხარი დაუჭირა. ვრცლად თემის შესახებ იხილეთ სხდომის ვიდეო ჩანაწერი: https://www.facebook.com/456058094556273/videos/1792370710858535/


საკრებულოს თავმჯდომარემ მოქალაქეები მიიღო

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ბესიკ ტაბიძე მოქალაქეებს შეხვდა და მათ საჭიროებებს პირადად გაეცნო. ადგილობრივები ინფრასტრუქტურული საკითხების მოგვარებას ითხოვდნენ.

მიღებაზე ასევე ქალაქის მცხოვრებლები იმყოფებოდნენ. მათი თქმით, ავტობანის მშენებლობამ საყანე ფართობებთან მისასვლელ გზაზე პრობლემა შექმნა და მოსავლის დაბინავებას ვერ ახერხებენ.

საკრებულოს თავმჯდომარემ პრობლემის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებს აცნობა. შეხვედრა მოსახლეობასა და წარმომადგენლებს შორის ხვალ შედგება და ადგილზე მოხდება არსებული სიტუაციის შესწავლა.

 

ქვეკატეგორიები

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია