20 | 09 | 2019

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ბესიკ ტაბიძემ მოქალაქეები მიიღო და მათ საჭიროებებს გაეცნო

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ბესიკ ტაბიძემ მოქალაქეები მიიღო და მათ საჭიროებებს გაეცნო. ადგილობრივების პრობლემები, ძირითადად, სოციალური და ინფრასტრუქტურული საკითხების მოგვარებას ეხებოდა.

მიღებაზე სუფსაში , მრავალბინიან სახლში მცხოვრები მოქალაქეები იმყოფებოდნენ, რომლებიც საცხოვრებელი ბინის რეგისტრაციასთან დაკავშირებით დახმარებას ითხოვდნენ. როგორც მოქალაქეებს განუმარტეს, აღნიშნულ საკითხს შესაბამის სამსახურებთან ერთად მოიკვლევენ და მათ დახმარებას აღმოუჩენენ.


განცხადება

გაცნობებთ, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართება 2018 წლის 18 სექტემბერს, 12.00 საათზე შემდეგი დღის წესრიგით:

1. „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზელანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტის საკრებულოს კომისიებში, ფრაქციებში დაგზავნის, ძირითადი კომისიის განსაზღვრის, განხილვის ვადებისა და საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის პროექტში შეტანის სავარაუდო თარიღი დადგენის შესახებ.

/მომხსენებელი . ჩაგუნავა/

2. „ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხიდან ჯილდოს გაცემის წესის დამტკიცების შესახებლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 იანვრის N3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზელანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტის საკრებულოს კომისიებში, ფრაქციებში დაგზავნის, ძირითადი კომისიის განსაზღვრის, განხილვის ვადებისა და საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის პროექტში შეტანის სავარაუდო თარიღის დადგენის შესახებ.

/მომხსენებელი . ჩხაიძე/

3. „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირისათვისსპორტული ცენტრიგამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, სპორტსმენების, ნაკრები გუნდების, მწვრთნელებისა და წარმომადგენლების სპორტულ ღონისძიებებზე მივლინებისას კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხის ოდენობისა და ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 26 თებერვლის N10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზელანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტის საკრებულოს კომისიებში, ფრაქციებში დაგზავნის, ძირითადი კომისიის განსაზღვრის, განხილვის ვადებისა და საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის პროექტში შეტანის სავარაუდო თარიღის დადგენის შესახებ.

/მომხსენებელი . ჩხაიძე/

4. „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის N43 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზელანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტის საკრებულოს კომისიებში, ფრაქციებში დაგზავნის, ძირითადი კომისიის განსაზღვრის, განხილვის ვადებისა და საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის პროექტში შეტანის სავარაუდო თარიღის დადგენის შესახებ.

/მომხსენებელი . ჩხაიძე/

5. „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის N39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზელანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტის საკრებულოს კომისიებში, ფრაქციებში დაგზავნის, ძირითადი კომისიის განსაზღვრის, განხილვის ვადებისა და საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის პროექტში შეტანის სავარაუდო თარიღის დადგენის შესახებ.

/მომხსენებელი . კუნჭულია/

6. სხვადასხვა საკითხები.

მისამართი- .ლანჩხუთი, კოსტავას .№37

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ სხდომა გაიმართა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ სხდომა გაიმართა. 
ფრაქციამ შემოსულ კორესპონდენციაზე იმსჯელა და ცნობად მიიღო მოქალაქის განცხადება.

ფრაქციის სხდომაზე შუხუთის საბავშვო ბაღის შენობასთან დაკავშირებულ პრობლემაზეც იმსჯელეს. საკითხის განხილვას მუნიციპალიტეტის მერი და მერიის ზედამხედველობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსები და ა(ა)იპ სკოლამდელი სააღმზრდელო-საგანმანათლებლო ცენტრის ხელმძღვანელი ესწრებოდნენ.

როგორც აღინიშნა, სამუშაოების მწარმოებელი ფირმა ვალდებულია აღნიშნული პრობლემა აღმოფხვრას, რადგან საგარანტიო ვადები ჯერ დასრულებული არა არის. 
ინფრასტრუქტურის სამსახურიდან დაუკავშირდნენ ფირმის ხელმძღვანელობას, ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ დაიწყება აღდგენითი სამუშაოები.

დაზიანებული ქუჩების რეაბილიტაცია იწყება

 

ჩინური კომპანია „სინოჰიდროს“ მიერ დაზიანებული კვირკველიასა და აღმაშენებლის ქუჩების მონაკვეთების აღდგენა იწყება.

მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი და სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ლევან ჩხაიძე ჩინური კომპანიის წარმომადგნელებს შეხვდნენ.

მათი განცხადებით, აღნიშნულ ქუჩებზე თავდაპირველად მოხრეშვის სამუშაოები ჩატარდება, შემდეგ კი ასფალტის საფარი დაიგება.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია/საკრებულო მცირე განმარტებას აკეთებენ:

 

გაზეთგურია თუდეის“ 10-12 სექტემბრის ნომერში (#128) გამოქვეყნდა სტატია სათაურით: „იყიდებაგურიაბაზით ორი წლით ას ლარად“, რაზედაც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია/საკრებულო მცირე განმარტებას აკეთებენ:

საქმე გვაქვს ფაქტების მიზანმიმართულ დამახინჯებასთან:

იურისტთა განმარტებით, კლუბი რომ არ იყიდება, დასტურდება არა მხოლოდ აუქციონის პირობებით, არამედ იმითაც, რომ www.eauction.ge-ზე განცხადება აუქციონის შესახებ გამოქვეყნებულია არაგაყიდვების“, არამედიჯარისველში, რაც გულისხმობს იმას, რომ საუბარია იჯარა-სარგებლობაზე.

საფეხბურთო კლუბის ინფრასტრუქტურით (სათამაშო მოედნით, ბაზებით - სავარჯიშო მოედნებით და ..) უზრუნველყოფა იქნება გამარჯვებული კომპანიის ერთ-ერთი ვალდებულებაა.

ხსენებული 100 ლარი არის ბიჯის ოდენობა. განვმარტავთ, რომ დაინტერესებულ პირს ელექტრონულ ვაჭრობაში მონაწილეობის მიღება შეუძლია მოწინააღმდეგის წინადადებაზე 100 ლარით მეტი ოდენობით.

2 ათასი ლარი კანონით დადგენილი ბეა, რომელიც წინპირობაა გამარჯვებული კომპანიის მიერ ხელშეკრულების გაფორმებისა, წინააღმდეგ შემთხვევაში ის კარგავს ბეს, ხოლო დამარცხებულს თანხა (ანუ ბე) უკან უბრუნდება.

გრიგოლეთის ბაზა, რომელზედაც ამდენს საუბრობენ, იყო და არის მუნიციპალიტეტის საკუთრება და ის წინამდებარე აუქციონით არანაირი ვალდებულებით არ იტვირთება, ანუ აუქციონში გამარჯვება ბაზაზე უფლების მოპოვებას არ ნიშნავს.

აუქციონის პირობაა არა მხოლოდ 40 ათასი ლარის შემოტანა, არამედ გამარჯვებულს აქვს სხვადასხვა ვალდებულება, მათ შორის, უპირველესია კლუბის სპონსორობა. თუნდაც ერთი ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია გამარჯვებულ პირს შეუწყვიტოს ხელშეკრულება.

ხელშეკრულების პირობებით ასევე გათვალისწინებულია, რომ კლუბის მართვისას განსახილველი ძირითადი საკითხები აუცილებლად უნდა შეუთანხმდეს მუნიციპალიტეტის მერს.

სამუშაო შეხვედრა მერთან

 

დღეს მუნიციპალიტეტის მერთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ალექსანდრე სარიშვილმა სამსახურის უფროსებთან ერთად განიხილა ყველა მნიშვნელოვანი საკითხი.

შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი ფაცურიამ აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება, მისი თქმით, მუნიციპალიტეტის 16-ვე ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ ყველა სოფელში დამონტაჟებულია ე.წ. „მოიზიდე და მოკალი“ სადგურები, სადაც ფერომონების მეშვეობით ხდება კონკრეტულ ლოკაციაზე მავნებლის მოზიდვა და ცივი შესხურების ტიპის დანადგარით აღჭურვილი სპეცტექნიკით წერტილოვანი შეწამვლითი სამუშაოები. აღნიშნული მეთოდით უკვე შეწამლულია 1657 ჰა. პარალელურად სოფლებში მიმდინარეობს მოსახლეობის საკარმიდამო ფართობების ნისლით დამუშავების მეექვსე ეტაპი, რომელიც მავნებლის გამოზამთრებამდე დაიწყება.

სამუშაო შეხვედრაზე მერმა ინფრასტრუქტურული პროექტებისა და სოციალური პროგრამების მიმდინარეობის შესახებ მიიღო ინფორმაცია.

ქვეკატეგორიები

  • განცხადება

     

    2013  წლის 24 ოქტომბერს  10 საათზე გაიმართება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა.

     

  • ლანჩხუთში სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ


    22 იანვარს ლანჩხუთში სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. შეხვედრას ესწრებოდნენ გამგეობის შესაბამისი სამსახურები, ასევე სოფლის ლანჩხუთში 21 მრავალშვილიანი ოჯახი სოციალურ დახმარებას იღებს

     

    საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 2014 წლის პირველი ივნისიდან საქართველოში დაბადებულ და საქართველოს მოქალაქეობის მქონე მესამე და შემდეგ შვილზე ბუნებრივი მატების არმქონე რეგიონებში მცხოვრები ოჯახები ყოველთვიურად ფულად დახმარებას იღებენ.

    გურია იმ რეგიონთა სიაში მოხვდა, სადაც შობადობა გარდაცვალებაზე ნაკლებია, შესაბამისად, აღნიშნული დახმარება აქ მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებსაც გაეწიათ.

    სოციალური მომსახურების სააგენტოს ლანჩხუთის განყოფილების უფროსის, მაკა გოგიჩაიშვილის თქმით, ლანჩხუთში მესამე და შემდეგ ბავშვზე ყოველთვიურ დახმარებას, 150 ლარის ოდენობით, ამ ეტაპზე 21 ოჯახი იღებს, თუმცა განცხადებების მიღება გრძელდება და ეს რიცხვიც გაიზრდება:

    - იმისათვის, რომ ოჯახმა სახელმწიფო დახმარება მიიღოს, აუცილებელია განყოფილებაში წარმოადგინოს მშობლების პირადობისა და ბავშვების დაბადების მოწმობები. ერთ-ერთი მშობელი ადგილზევე შეავსებს განცხადების ფორმას, რის შემდეგაც მის სახელზე „ლიბერთი ბანკში“ გაიხსნება ანგარიში, რომელზედაც ყოველთვიურად დაერიცხება თანხა, - გვითხრა განყოფილების უფროსმა.

    მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ აგენტის მიერ ოჯახის ზედიზედ ორჯერ შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ოჯახი არ ცხოვრობს მითითებულ მისამართზე, მას დახმარება ავტომატურად ეხსნება.

    როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ ეტაპზე ყოველთვიურ დახმარებას 150 ლარის ოდენობით, ლანჩხუთში 21 მრავალშვილიანი ოჯახი იღებს.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია