22 | 10 | 2017

ლანჩხუთი

ქალაქ ლანჩხუთის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელია   ვლადიმერ ნანაძე ტელ: 599964090
სპეციალისტები:


ლანჩხუთის ცენტრი

ლანჩხუთი, ქალაქი გურიის მხარეში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქად გამოცხადდა 1961 წელს. მოსახლეობა8 ათასი (2006 წ.). წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVII საუკუნეში . მდებარეობს გურიის დაბლობზე, ზღვის დონიდან 20 მ . ლანჩხუთში ზღვის ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა, იცის თბილი ზამთარი და ცხელი ზაფხული . საშუალო წლიურიტემპერატურა 13,8 °ჩ, იანვარში 4,2 °ჩ, ივლისში 23 °ჩ, ნალექებია 1980 მმ წელიწადში.

ქალაქი დაშორებულია თბილისიდან 274 მ-ით, ბათუმიდან 85 მ-ით, ფოთიდან 42 მ-ით. ლანჩხუთში არის რკინიგზის სადგური სამტრედია - მახინჯაურის ხაზზე. გადის საერთაშორისო მნიშვნელობის გზა ურეკი - სამტრედია ( ს -12), ასევე შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზა ლანჩხუთი - ნასაკირალი

ლანჩხუთის ეტიმოლოგია მკვლევართა შორის აზრთა სხვადასხვაობას იწვევს . აკადემიკოს სიმონ ჯანაშიას შეხედულებით, რომელიც შემდეგ გაიმეორა და განავრცო ზურაბ ჭუმბურიძემ , ქალაქის სახელი უკავშირდება მეგრულ-ჭანურ სიტყვა ჩხუ-ს ( ჩხოუ-ს ), რაც ძროხას ნიშნავს.

სხვა მოსაზრება ეყრდნობა ვახუშტი ბატონიშვილი: ... აქ ერთვის რიონს მცირე მდინარე და ამ ფოთის აღმოსავლეთით , რიონის კიდესა ზედა არს ლანჩქუთი . ამ ლანჩქუთს სამხრით წამოვალს მთა საჯავახოს მთიდამ დასავლეთად ...“

მისი მიხედვით ტიპონიმის თავდაპირველი ძირი იყო " ჩქუ" და არა " ჩხუ". " ჩქუ" მეგრულად სიტყვა სიტყვით ნიშნავს " ჩანს". ასე რომ , შეგვიძლია დავასკვნათ , რომ ლანჩქუთი , იგივე ლანჩხუთი ნიშნავს " სამზერ ", "გადასახედს ". ამ მოსაზრებას ამყარებს ისიც , რომ უწნიდელი სოფელი ლანჩქუთი მაღლობში , გურიის ქედზე იყო გაშენებული და მოსახლეობამ ქვევით , დაბლობში მოგვიანებით გადაინაცვლა.

ქალაქში არის ჯანდაცვის დაწესებულებები , სამი საჯარო სკოლა , იოანე ნათლისმცემლის სახელობის სამრევლო სკოლა, კულტურის ცენტრი . გამოდის სამი გაზეთი : " ლაჩხუთი +" , „ლანჩხუთის მოამბე“ და " ჰო და არა ". მოქმედებს მუნიციპალური ბიბლიოთეკა .

ლანჩხუთში არის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი , რომელიც დაარსდა 1978 წელს . დღესდღეობით მუზეუმში7886 არქეოლოგიური , ნუმიზმატური , სახვითი ხელოვნების , ეთნოგრაფიული , ბუნების, ისტორიული ექსპონატია . განსაკუთრებით აღსანიშნავია ძველი წელთაღრიცხვით მე-4 საუკუნის ბრინჯაოს მუზარადი, ბრინჯაოს კოლხური ცულების კოლექცია , ანტიკური ხანის კერამიკა , მე -4 საუკუნის ბრინჯაოს ჯვარი, მე -11 საუკუნის ლაპიდარული წარწერა ქვაზე , გურული ცხენოსნების ამერიკაში მოგზაურობის ექსპონატები , ნოე ჟორდანიას პირადი ნივთები და სხვ .

ქალაქში არის საფეხბურთო კლუბი " გურია ". ის ჩამოყალიბდა 1925 წელს და ერქვა " კიმი ".

"გურია" ორჯერ თამაშობდა საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში , ერთხელ მოიპოვა საქართველოს თასი , ხოლო ორჯერ დაიკავა მეორე ადგილი საქართველოს ჩემპიონატში. ჟამად კლუბი საქართველოს ჩემპიონატის I ლიგის დასავლეთ ზონაში ასპარეზობს .

ლანჩხუთში დაიბადა ნოე ჟორდანია - ქართველი პოლიტიკოსი , საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე