23 | 08 | 2017

აკეთი

გამგებლის წარმომადგენელი აკეთის ტერიტორიულ ერთეულში მანუჩარ ღლონტი(ტელ:577 527 516

აკეთი -  თემი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტშისოფლების ზემო აკეთისა და ქვემო აკეთის ძველი სახელწოდება.  ამჟამად მოიცავს სოფლებს :  ზემო აკეთიქვემო აკეთი და ჭანჭათი .  აკეთის გლეხები იყვნენ მოთავეები 1841 წლის აჯანყებისა გურიაში .

ქვემო აკეთი სოფელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში , თემის ცენტრი : ( ქვემო აკეთი , ზემო აკეთი , ჭანჭათი ). მდებარეობს გურიის ქედის სამხრეთით , ზღვის დონიდან 70 . 843 კაცი (2002) სოფელში არის თიხნარი ნიადაგი . ამის საფუძველზე განვითარებული იყო მექვევრეობა და მეკრამიტეობა .

ზემო აკეთი სოფელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში , აკეთის თემში . მდებარეობს გურიის ქედის სამხრეთკალთაზე , ზღვის დონიდან 240 . 408 კაცი (2002) სოფელში არის თიხნარი მიწა . სოფელში დგას მაცხოვრის სახელობის ეკლესია .

ჭანჭათი სოფელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში , აკეთის თემში . მდებარეობს გურიის ქედის სამხრეთკალთაზე , მდ . სუფსის ხეობაში , ზღვის დონიდან 130 , ლანჩხუთიდან 16 კმ . 669 კაცი (2002.) ადამიანისცხოვრების კვალი ქვის ხანიდან დასტურდება . სოფელში დგას ნაეკლესიარი .