23 | 08 | 2017

სუფსა

სუფსის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელია  ლევან შარიქაძე

სუფსა — სოფელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში. სუფსის თემის ცენტრი (სუფსა, ახალსოფელი, ტაბანათი, ჩქუნი, ხიდმაღალა, გრიგოლეთი, მალთაყვა). მდებარეობს მდინარე სუფსის ნაპირებზე, ზღვის დონიდან 7 მ. 365 კაცი (2002)
სუფსაში არის რკინიგზის სადგური სამტრედია-მახინჯაურის ხაზზე, გადის საერთაშორისო მნიშვნელობის გზა სამტრედია-გრიგოლეთი (ს-12). სოფელში არის საჯარო სკოლა, ტორფის საბადო, ნავთობის მომპოვებელი ჭაბურღილი.
სოფელში დაიბადა ქართველი პოეტი, ტარიელ ჭანტურია
1999 წლის 17 აპრილს სუფსაში გაიხსნა სუფსის ტერმინალი, ბაქო-სუფსის ნავთობსადენის ბოლო წერტილი. ტერმინალის შემადგენლობაში შედის 4 რეზერვუარი, თითო 40 000 ტონა ნავთობის ტევადობით,
ახალსოფელი — სოფელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სუფსის თემში. მდებარეობს გურიის დაბლობზე, მდინარე სუფსის მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 35 მ. 938 კაცი (2002) სოფლის ტერიტორიაზე გადის სამტრედია-მახინჯაურის რკინიგზის ხაზი და საერთაშორისო მნიშვნელობის გზა სამტრედია-ურეკი (ს-12).
მალთაყვა — სოფელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სუფსის თემში. მდებარეობს შავი ზღვის ნაპირას, მდინარე მალთაყვის ნაპირებზე, ზღვის დონიდან 3 მ. სუფსიდან 6 კმ.
მალთაყვა ადგილობრივი მნიშვნელობის კურორტია. მოსახლეობა 86 კაცი (2002) სოფლის ტერიტორიაზე მდებარეობს ე.წ. ”ოქროს ტბა”. ზღვის სანაპირო ზოლი მდიდარია მაგნეტიტით. ასევე მოიპოვება ტორფი.
მალთაყვასთან მოხდა ბრძოლა რუსეთისა და ოსმალეთის ჯარებს შორის ფოთის გამო.
ტაბანათი — სოფელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სუფსის თემში. 1155 კაცი (2002)  მდებარეობს გურიის დაბლობზე, მდინარე სუფსის მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 5 მ.
ხიდმაღალა — სოფელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს გურიის დაბლობზე, მდინარე სუფსის მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 3 მ. 1022 კაცი (2002)