23 | 08 | 2017

ღრმაღელე

ღრმაღელის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელია გოჩა დოლიძე , ტელ .: 599 08 53 53

ღრმაღელე — სოფელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (ღრმაღელე, წყალწმინდა, ომფარეთი, ორმეთი). მდებარეობს მდინარე სუფსის ხეობაში, ზღვის დონიდან 25 მ. 749 კაცი (2002) სოფელში არის საჯარო სკოლა.

წყალწმინდა — სოფელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ღრმაღელის თემში. მდებარეობს მდინარე სუფსის მარცხენა ნაპირზე, მდინარე სუფსის შავ ზღვაში შესართავის სამხრეთით, ზღვის დონიდან 2 მ. 1352 კაცი (2002)

სოფელში არის საჯარო სკოლა, სტადიონი, სასტუმრო, ვითარდება ტურისტული ინფრასტრუქტურა, თევზჭერა. სანაპირო ზოლი მდიდარია მაგნეტიტით.