18 | 08 | 2018

საკრებულოს თავმჯდომარე - ბესიკ ტაბიძე

ბესიკ ტაბიძე დაიბადა   1962 წლის  7 დეკემბერს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანში;

1991  წელს  დაამთავრა  ბათუმის შოთა  რუსთაველის სახელობის პედაგოგიური  ინსტიტუტის ბიოლოგიის ფაკულტეტი, მიენიჭა მაგისტრის ხარისხი;

1995 წელს   დაასრულა  შსს -ს პოლიციის აკადემიის  სრული კურსი; მიენიჭა პოლიციის  ვიცე-პოლკოვნიკის ხარისხი;

1995-1996 წწ იყო გურიის სამხარეოს  მთავარი სამმართველოს ეკონომიური დანაშაულის და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ჯგუფის ინსპექტორი.

1996-1998 წწ  მუშაობდა  ლანჩხუთის რაიონული  განყოფილება სისხლის სამართლის სამძებროს

ინსპექტორად;

1998 -2000 წწ იყო   ლანჩხუთის რაი-განყოფილების   სუფსის  ქვეგანყოფილების უფროსის მოადგილე;

2000 წ    მუშაობდა  ლანჩხუთის რაი- განყოფილების      კრიმინალური პოლიციის უფროსად;

2005-2007წწ   მუშაობდა  ლანჩხუთის რაი-განყოფილების  უფროსად;

2007 -2008 წწ  იყო   ხელვაჩაურის  რაიონული განყოფილების  მახინჯაურის პოლიციის უფროსი;

2008-2009 წწ   იყო ლანჩხუთის რაიონული სამმართველო  უფროსი;

2009-2010 წწ  მუშაობდა  გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს   უბნის ინსპექტორთა სამმართველოს უფროსად;

2014- 2017 წწ    იყო  ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო  სივცით- ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კიმისიის თავმჯდომარე  (ნიგვზიანის მაჟორიტარი);

2017 წლის  იანვრიდან - 2017 წლის ნოემბრამდე  იყო   ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე;

2017 წლის  ნოემბრიდან  არის   ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე;

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.