26 | 06 | 2017

ზაზა ურუშაძე

 

ზაზა ურუშაძე

დაიბადა 1965 წლის  17 იანვარს. 1987 წელს დაამთავრა სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის ,,აგრომელიორაციის ფაკულტეტი; 1991 წელს თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის უმაღლესი სკოლა სპეციალობით ,,წარმოების მართვის ორგანიზაცია“, მიენიჭა ეკონომისტის კვალიფიკაცია.

1990 წელს მუშაობა დაიწყო ლანჩხუთის აგროფირმა ,,თაიგულის–ის გენერალური დირექტორის მოადგილედ კომერციის დარგში.

1991 წელს აირჩიეს სოფ. მამათის კოლმეურნეობის თავმჯდომარედ, ხოლო შემდეგ ამავე სოფლის გამგებლად.

1992 წელს დაინიშნა აგროსამეწარმო ,,მამათი–ის დირექტორად;

1993-1996 წწ კომერციული ფირმა ,,მამათი”–ის გენერალური დირექტორი;

1997–1999 წწ  ქ. თბილისის  შპს ,,ფაქარიას დირექტორი;

1999 წელს  საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს შპს გაზეთ ,,სრულიად არასაიდუმლოდ“ კორესპონდენტი

2001–2004 წწ  შპს გაზეთ ,,სრულიად არასაიდუმლოდ მთავარი რედაქტორის მოადგილე;

2003–2004  წწ ჟურნალ ,,შავი დოსიე–ს სარედაქციო საბჭოს წევრი (სპეციალური კორესპონდენტი)

2002 წლის 24 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტის N209 ბრძანებულებით დაჯილდოებულია ღირსების ორდენით;

2004 წლის 28 ოქტომბრიდან შპს ,,საქართველოს რკინიგზის კადრების  შრომის ხელფასების სტრუქტურული მოწყობისა და რეფორმების განყოფილების უფროსი;

2005 წლის 10 იანვრიდან  შპს ,,საქართველოს რკინიგზის კადრების სამსახურის უფროსის მოადგილე;

2005 წლის აპრილიდან შპს ,, საქართველოს რკინიგზის ადამიანთა რესურსების მართვისა და განვითარების სამსახურის უფროსის მოადგილე;

2005 წლის 1 ივნისიდან შპს ,,საქართველოს რკინიგზის გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე;

2005 წლის 29 აგვისტოდან შპს ,,საქართველოს რკინიგზის გენერალური ინსპექციის უფროსი

2005 წლის 9 ნოემბრიდან შპს ,,საქართველოს რკინიგზის“ შესყიდვების სააგენტოს უფროსი;

2005 წლის თებერვლიდან 2007 წლის აგვისტომდე შპს ,,საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭო

2009 წლიდან დღემდე უკრაინული კომპანია ,,შტორმი, კომერციული დირექტორი

2010 წელი ავტორი და გამომცემელია წიგნის ,,გურიაში გურულად

2013 წლის 29 იანვარს დაინიშნა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად.

2014 წლის ადგილობრივ არჩევნებში არჩეულ იქნა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლად.

საჯარო ინფორმაცია