|
 |
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ გვერდზე! |
|
|
მთავარი გვერდი
- დეტალები
-
განყოფილება: ახალი ამბები
-
გამოქვეყნებულია ხუთშაბათი, 20 დეკემბერი 2018 15:35
ლანჩხუთში საახალწლო სამზადისი მიმდინარეობს. დღეს სამუშოები ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა დაათვალიერა. აღსანიშნავია, რომ წელს ლანჩხუთს ახალი ნაძვის ხე ექნება. ამჟამად ხეებზე ელექტროაქსესუარების დამონტაჟება მიმდინარეობს. ქალაქის საზეიმო მორთვა 25 დეკემბრისთვის დასრულდება. სამუშაოებს ა(ა) იპ „კეთილმოწყობის და მომსახურების ცენტრი“ აწარმოებს.

- დეტალები
-
განყოფილება: ახალი ამბები
-
გამოქვეყნებულია ხუთშაბათი, 20 დეკემბერი 2018 15:29
ქალაქის წყალმომარაგების კუთხით მიმდინარე სამუშაოები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა დაათვალიერა. სამუშაოები დუმბაძის, ბაგრატიონის, ბარათაშვილის, ცაბაძის, ნათლისმცემლისა და მშვიდობის ქუჩებზე მიმდინარეობს და 500 ოჯახზეა გათვლილი. პროექტის განხორციელება 1 დეკემბერს დაიწყო და მომავალი წლის ივნისის თვეში დასრულდება. სამუშაოებს „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დაკვეთით შპს „NDS მშენებლობა“ ასრულებს. -აღნიშნული პროექტის ფარგლებში ქალაქის ის ნაწილი, რომელსაც წყალი არ მიეწოდებოდა ქსელში ჩაერთვება და ამით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა მოგვარდება-განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა. მერთან ერთად სამუშაოები მერის წარმომადგენელმა ქალაქში ლაშა დუდუჩავამ და საკრებულოს დეპუტატმა კარლო კვიტაიშვილმა დაათვალიერეს.

- დეტალები
-
განყოფილება: ახალი ამბები
-
გამოქვეყნებულია ხუთშაბათი, 20 დეკემბერი 2018 11:00
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, რომელსაც თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე უძღვებოდა, ორი საკითხი განიხილეს. საკრებულომ 2018 წლის ბიუჯეტში განსახორციელებელ ცვლილებზე იმსჯელა. მანამდე აღნიშნული საკითხი საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ განიხილა. სხდომაზე გამოთქმული შენიშვნის საფუძველზე, სარეზერვო ფონდი გაიზარდა 2000 ლარით, რაც ასახული უნდა იქნას ასევე ბიუჯეტში.
როგორც საკითხის მომხსენებელმა თამაზ იმედაიშვილმა განმარტა, საქართველოს მთავრობის 2018 წლის 13 დეკემბრის N2367 განკარგულებით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტას სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელებისათვის 800000 ლარი, რომელიც უნდა მიიმართოს სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაციაზე. აღნიშნული ცვლილებები შეტანილი უნდა იქნას 2018 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში როგორც შემოსავლის, ისე ხარჯვის ნაწილში.
საკრებულომ ამავე სხდომაზე 2019 წელს მუნიციპალიტეტში რეგიონალური განვითარების ფონდიდან დასაფინანსებელი პროექტები მოიწონა.
წარმოდგენილი დოკუმენტის მიხედით იგეგმება შიდა გზების რეაბილიტაცია-მოასფალტება, რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხების მოწყობა, სოფლების შიდა გზების განათება, წყალმომარაგების ქსელის მოწყობა, ლანჩხუთში 3 სტადიონის მოწყობა-რეაბილიტაცია, ლესასა და ნინოშვილში ამბულატორიის რეაბილიტაცია, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ბავშთა საფეხბურთო სკოლის ეზოს ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და ინვენტარის შეძენა, ნიგვზიანის ადმინისტრაციულ ერთეულში ეგნატე ნინოშვილის სახლ მუზეუმთან მისასვლელი გზის აღდგენა და ნინოშვილის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია, ქალაქის ადმნისტრაციულ ერთეულში საფეხმავლო ბილიკების მოწყობა და გარე განათების რეაბილიტაცია, მხარეთმოცდნეობის მუზეუმის შემოღობვა, სკოლების რეაბილიტაცია, მამათის ადმინისტრაციულ ერთეულში მდინარე სუფსაზე საფეხმავლო ხიდის რეაბილიტაცია. პროექტების განსახორციელებლად 10 485 080 ლარი დაიხარჯება.

- დეტალები
-
განყოფილება: ახალი ამბები
-
გამოქვეყნებულია სამშაბათი, 18 დეკემბერი 2018 16:11
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ მიმდინარე წლის ბიუჯეტში განსახორციელებელ ცვლილებებზე იმსჯელა.
ცვლილებების განხორციელება იგეგმება შემდეგი მიმართულებებით: ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხვა საქონელი და მომსახურების ხარჯი მცირდება 12500 ლარით და გაზარდება ხელფასის ფონდი 5000 ლარით, შტატგარეშე მოსამსახურეთა ანაზღაურება-4500 ლარით, ხოლო ოფისის ხარჯი 3000 ლარით. მცირდება ასევე ლანჩხუთის მინიციპალიტეტის მერიის სხვა საქონელი და მომსახურების მუხლი 9000 ლარით და სესხის სარგებლის პროცენტის 23350 ლარით, იზრდება მერიის ოფისის მუხლი 11370 ლარით, სხვა ხარჯების მუხლი 780 ლარით, გარე განათების ელექტროენერგიის ხარჯი 11600 ლარით. საპროექტო დოკუმენტაციისა და საექსპერტო მომსახურების შესყიდვისათვის დამატებით გამოიყო 38000 ლარი.
ა(ა)იპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი საგანმანათლებლო სააღმზრდელო ცენტრის სუფსიდიის დაფინანსება შემცირდება 1130 ლარით და გაიზარდება არაფინანსური აქტივების ხარჯი 1130 ლარით. იზრდება სოციალური პროგრამების დაფინანსება, კერძოდ: მრავალშვილიანი ოჯახების, დახმარების, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფის და ერთჯერადი დახმარების, სხვადასხვა ომებსა და კონფლიქტებში მონაწილე ვეტერანთა დახმარების, სამკურნალო და საოპერაციო ხარჯებით დახმარების, იძულებით გადადგილებულ პირთა დახმარების პროგრამები (ჯამში 49 830 ლ).
ამასთან, მიზანშეწონილად ჩაითვალა გაეზარდოს დაფინანსება ა(ა)იპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის „კეთლმოწყობისა და მომსახურების ცენტრს“ 55000 ლარის ოდენობით, ა(ა)იპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სპორტულ ცენტრს -10800 ლარით, ა(ა)იპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ,,კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებას“ -18000 ლარით, ამასთან შემცირდეს არაფინანსური აქტივების მუხლი 2012 ლარი და გაიზარდოს სუბსიდიის მუხლი 2012 ლარით. შპს ქალთა საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთის ლანჩხუთის“ დაფინანსება გაზარდა 6000 ლარით.
აღნიშნული ღონისძიებების დაფინანსების უზრუნველყოფის მიზნით შემცირდება ბიკარბონატული ჰემოდიალეზით-თირკმლის ქრონიკული უკმარისობით დაავადებულთა სამედიცინო დაწესებულებათა ტრანსპორტირების ხარჯი 3080 ლარით, ხანდაზმულ (100 და მეტი წლის ასაკის) პირთა დახმარების პროგრამა შემცირდეს 400 ლარით და გაიზარდოს უცხოურ საწარმოთა ქონების გადასახადი 165550 ლარით.
კომისიამ წარმოდგენილ საკითხს მხარი დაუჭირა. აღნიშნული ღონისძიებების შესაბამის ცვლილებებზე საკრებულო გადაწყვეტილებას 19 დეკემბრის რიგგარეშე სხდომაზე მიიღებს.
- დეტალები
-
განყოფილება: ახალი ამბები
-
გამოქვეყნებულია სამშაბათი, 18 დეკემბერი 2018 09:52
დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა, სადაც დღის წესრიგით განსაზღვრულ საკითებზე იმსჯელეს.
ბიურომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის პრიორიტეტების დოკუმენტისა და 2019 წლის ბიუჯეტის პროექტზე იმსჯელა. როგორც მოგეხსენებათ, ბიუჯეტის კორექტირებული პროექტი მერიამ საკრებულოში 10 დეკემბერს წარმოადგინა. როგორც განიმარტა, ბიუჯეტის პროექტის კორექტირებულ ვარიანტში საკრებულოს მიერ გამოთქმული შენიშვნების მხოლოდ ნაწილია გათვალისწინებული. აღნიშნული საკითხები დეტალურად საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების სხდომებზე განიხლება.
ბიურომ საკრებულოს ხუთივე მუდმივმოქმედი კომისიისა და საკრებულოს აპარატის 2019 წლის სამუშაო გეგმა დაამტკიცა.
ასავე განიხილეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის სამუშაო გეგმის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს 2019-2020 წწ სამუშაო გეგმის პროექტები.
ცვლილებების განხორციელება იგეგმება საკრებულოს განკარგულებებში, რაც საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიების შემადგენლობებში ცვლილებას გულისხმობს.
ძირითადი საკითხების განხილვის შემდეგ ბიურომ სხვადასხვა საკითხების ფორმატში განაგრძო მუშაობა. ბიუროს წევრების შეკითხვებს მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა უპასუხა.
ბიუროს გადაწყვეტილებით, საკრებულოს მორიგი სხდომის თარიღად 25 დეკემბერი, 11.00 საათი განისაზღვრა.

- დეტალები
-
განყოფილება: ახალი ამბები
-
გამოქვეყნებულია პარასკევი, 14 დეკემბერი 2018 15:53
სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში გურიის გუბერნატორმა ზურაბ ნასარაიამ, მოადგილე გიორგი თურმანიძემ და ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა მიმდინარე და დასრულებული სამუშაოები დაათვალიერეს. როგორც ცნობილია, 30 ნოემბერს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარის შედეგად 284 სახლის სახურავი დაზიანდა. აქედან 55 საცხოვრებელი სახლი სრულად გადაიხურება, ხოლო 229 სახლისთვის გამოყოფილია საჭირო რაოდენობის სამშენებლო მასალა, რომელიც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გამოყო. გარდა ამისა, შეკეთდა შუხუთისა და ქალაქის მეორე საჯარო სკოლების სახურავები, სრულად დაიხურა სოფელ ნიგოითის ამბულატორია. _ სამწუხაროდ, უამინდობამ ხელი შეგვიშალა. ამ დროისთვის უკვე დახურულია 17 სახლი. სამუშაოები გრძელდება და უახლოეს დღეებში დასრულდება _განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა.

|
|
 |
ვინაა ხაზზე? |
ჩვენ გვყავს 63 სტუმარი და წევრები არ არის საიტზე
|
|