20 | 01 | 2019

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ გვერდზე!

მთავარი გვერდი

გამგებელი სოფლის რწმუნებულებს შეხვდა

 

9 დეკემბერს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ სოფლის ტერიტორიული ერთეულის რწმუნებულებთან თათბირი ჩაატარა.
გამგებელმა სოფლებში უამინდობის გამო შექმნილი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა. მამათსა და აცანაში, ასევე ჯიხეთის დედათა მონასტრამდე მისასვლელ გზაზე დიდთოვლობის გამო შეფერხებულია მოძრაობა. ზაზა ურუშაძის ინფორმაციით, სპეციალური ტექნიკა მობილიზებულია და დაიწყება გზის გაწმენდა.
ელექტროენერგიის მიწოდება შეზღუდული აქვს მაღალმთიან სოფლებს, ასევე ჩოჩხათის ტერიტორიულ ერთეულსაც.
გამგეობის აუდიტის სამსახურის უფროსის გოგი ფაცურიას ინფორმაციით, თითქმის ყველა სოფელში დასკვნით ეტაპზეა პირველი და მეორე სტიქიის დროს მიმდინარე სალიკვიდაციო ღონისძიებები. დასრულებულია სოფლის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაობიც. თუმცა პრობლემად რჩება ნიგვზიანში, ჩოჩხათში, აკეთში, აცანასა და ნიგოითში არსებული მდგომარეობა. სამუშაოებს შპსვორქმშენი“, შპსსამკუთხედიდა შპსგალაქტიკაასრულებს. სოფლის რწმუნებულები ფიქრობენ, რომ ზემოხსენებულმა შემსრულებლებმა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში ვერ მოახერხეს სამუშაოების შესრულება, რის გამოც, მათ საჯარიმო სანქციები დაეკისრათ.
გარდა ამისა, პრობლემებიაარქ დიზაინ მშენთანდაკავშირებით, ფირმა 10 სოფელში ახორციელებს სასმელი წყლის აღდგენით სამუშაობს. თუმცა, როგორც ირკვევა, პროცესი შეფერხებით მიმდინარეობს. რწმუნებულებს შემსრულებელთან ხარისხთან დაკავშირებით პრეტენზიები აქვთ.
რაც შეეხება კომპანიატერექსი XXI“-მა, ვერ შეასრულა თავისი მოვალეობა, რის გამოც დაჯარიმებულია თანხით 11 413 ლარის ოდენობით. ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყვეტილია მიმდინარე წლის 4 დეკემბერს და გაეგზავნა მიმართვა ხელშეკრულების საბანკო გარანტიის (50 000 ლარის ოდენობით) ანაზღაურების შესახებ.
გამგეობის მუნიციპალური შესყიდვების სამსახურის უფროსის მაია აფხაზავას თქმით: „- საქართველოს მთავრობას მივმართეთ გამარტივებული ტენდერის ჩატარების თანხმობის თხოვნით. ნებართვის შემთხვევაში გამოცხადდება ხელახალი ტენდერი“.
ზაზა ურუშაძის განცხადებით, ყველა სოფლის რწმუნებულს ეკისრება პასუხისმგებლობა, ტერიტორიულ ერთეულში მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით. მისი თქმით, ზამთრის მოახლოებასთან დაკავშირებით, საჭიროა მობილიზება განსაკუთრებით მაღალმთიან სოფლებში, რათა თოვლმა მოსახლეობას ტრასპორტირების პრობლემა არ შეუქმნას.